ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა

პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება  

პირადი მონაცემები არის ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც ახდენს თქვენ იდენთიფიკაციას. მაგალითად, როგორიც არის თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტოს მისამართი ან საფოსტო მისამართი. ბაიერსდორფი არ აგროვებს პირად მონაცემებს თქვენგან, გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევებისა, როცა თქვენ თავად აწვდით მას აღნიშნულ ინფორმაციას (მაგალითად, როდესაც თქვენ იწერთ სიახლეებს ელექტრონული ფოსტით, მონაწილეობთ გამოკითხვებში, კონკურსებში, უკვეთავთ ნიმუშებს ან ბროშურებს, ან მოგვმართავთ ინფორმაციის მისაღებად) და უფლებას აძლევთ მათ გამოყენებაზე.

 ჩვენ ვინახავთ, მოვიხმართ ან ვაგზავნით თქვენს პირად მონაცემებს მხოლოდ თქვენი ნებართვით,  დროის იმ ფარგლებში, რომელიც საჭიროა თითოეულ  შემთხვევაში. მაგალითად, თქვენს შეკითხვებზე  და მოსაზრებებზე პასუხის გასაცემად, თქვენი მოთხოვნის შესასრულებლად ან  კონკურსის შედეგების ინფორმირებისათვის.

ამისათვის ბაიერსდორფს შესაძლოა დასჭირდეს თქვენი პირადი მონაცემების გადაგზავნა მსოფლიოს მასშტაბით ბაიერსდორფის ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებთან ან მომსახურების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ სხვა პირებთან  მონაცემების შემდგომი დამუშავებისათვის.
 
თქვენი პირადი მონაცემების სხვა სახით გადაცემა, მაგალითად თქვენი მონაცემების  გადაცემა  ჩვენს ვებ-გვერდზე შესასვლელად მესამე მხარისთვის - სოციალურ ვებ-გვერდებისთვის ან ვებ-სერვისებითვის, ისეთებისათვის  როგორიცაა ფეისბუქი ან ტვიტერი, წინასწარ უნდა იყოს  შეთანხმებული თქვენთან. ბაიერსდორფი გაძლევთ გარანტიას, რომ ის არ მიჰყიდის ან არ გადასცემს თქვენს პირად მონაცემებს მესამე მხარეს. ამის მიუხედავად, ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი პირადი მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ  ამას მოგვთხოვს კანონი ან სამართალდამცავი ორგანოები.   
                                                                                      
პირადი მონაცემების გამოყენება რეკლამისა და მარკეტინგული მიზნებისათვის                        
თუ თქვენ გამოთქვამთ თანხმობას, რომ თქვენი პირადი მონაცემები გამოყენებულ იქნას სარეკლამო ან მარკეტინგული მიზნებისთვის, თქვენი პირადი მონაცემები შეინახება და გამოყენებულ იქნება ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, თქვენთვის სიახლეების, პროდუქციის ნიმუშების, კონკურსებში მონაწილეობის შეთავაზებების გამოსაგზავნად, ელექტრონული ფოსტის,  ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, რომელზეც თქვენ დათანხმდებით. ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები, რათა შევქმნათ და ვმართოთ მომხმარებლის პარამეტრები, მოგაწოდოთ ინდივიდუალური რეკლამა და შემოთავაზებები. ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენს მიერ მოწოდებული პირადი მონაცემები ანალიზისთვის და ჩვენი ვებ–გვერდის მომსახურეობების - რეკლამის, მარკეტინგის, მარკეტინგული კვლევებისა და გაყიდვების   გასაუმჯობესებლად.      
                                                                                                                                                                                                   
ნებართვის გამოთხოვნა
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მთლიანად ან ნაწილობრივ გამოითხოვოთ ნებართვა თქვენი პირადი მონაცემების შესახებ.      
                                             
ავტომატურ რეჟიმში ფიქსირებული ინფორმაცია (არაპერსონალური მონაცემები)
როდესაც თქვენ  შედიხართ ჩვენ ვებ–გვერდზე , ჩვენ ავტომატურად ვიღებთ ზოგად ინფორმაციას, რომელიც თქვენს პიროვნებასთან არ არის დაკავშირებული, მაგალითად, ინტერნეტ მომწოდებელი კომპანიის სახელს (ან კომპანიის ქსელი, თქვენი კომპანიის სახელი), ვებ–გვერდს, რომელსაც თქვენ ესტუმრეთ ჩვენს საიტზე შემოსვლამდე, ინფორმაციას ჩვენი ვებ–საიტიდან, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, თქვენი შემოსვლის თარიღსა და დროს, ოპერაციულ სისტემასა და ბრაუზერის ვერსიას, რომელიც თქვენ იყენებთ.                                                                               
ეს ინფორმაცია გროვდება და ანონიმურად მუშავდება. ის გამოიყენება მხოლოდ ჩვენი ვებ–გვერდის შინაარსობრივი და ფუნქციონალური მხარის გასაუმჯობესებლად. ეს  ინფორმაცია არ მუშავდება რაიმე სხვა, დამატებითი მიზნებისთვის ან მესამე მხარისთვის გადასაცემად.

ქუქის
ჩვენი ვებ–გვერდის გამოყენების გასაუმჯობესებლად ჩვენ გამოვიყენებთ „ქუქის“. ”ქუქის”არის მცირე ერთეულთა მონაცემები, რომელიც ინახება თქვენი ვებ–ბრაუზერის მიერ კომპიუტერის ჰარდ დისკზე, რაც აუცილებელია ჩვენი ვებ–გრვერდით სარგებლობისათვის. ჩვენ გამოვიყენებთ ”ქუქის”, რათა უკეთესად გავიგოთ, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი ვებ–გვერდი და ვისარგებლოთ გაუმჯობესებული ნავიგაციით. ”ქუქის” გვეხმარება დავადგინოთ, ნანახია თუ არა უკვე ჩვენი  გვერდი. ”ქუქის” ასევე საშუალებას გვაძლევს  გავიგოთ, იყავით თუ არა თქვენ უკვე შემოსული ჩვენს ვებგვერდზე ადრე, ან ხართ თუ  არა ახალი ვიზიტორი. ”ქუქის”,  რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ,  არ ინახავს არანაირ პირად მონაცემებს და არ ახდენს პირადი მონაცემების შეგროვებას. თუ თქვენ არ გსურთ ”ქუქის” მითითება, გთხოვთ დააყენოთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერი ისე, რომ მან წაშალოს ყველა ”ქუქის” თქვენი კომპიუტერის ჰარდ დისკიდან, დაბლოკოს ყველა ”ქუქის” ან ამოაგდოს შეტყობინება განგაში (''warning'') ”ქუქის” შენახვამდე. 

ბავშვები
ჩვენ არ ვაგროვებთ ბავშვების პირად მონაცემებს. თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომ ამგვარი მონაცემების მოწოდება ჩვენთან მოხდა ბავშვის მშობლის ან მასი კანონიერი მეურვის ნებართვის გარეშე,  შევეცდებით დაუყონებლივ მის წაშლას. ამგვარად, ჩვენ შემოვიფარგლებით თქვენი, როგორც მშობლის ან როგორც კანონიერი მეურვის მითითებებით.

მონაცემთა უსაფრთხოება
ჩვენ შევიმუშავეთ ტექნიკური და საორგანიზაციო ზომები, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები დაკარგვის, ცვლილების, მოპარვის ან მასზე მესამე მხარის უნებართვო შესვლისაგან.

განახლება და ცვლილებები
ჩვენ შესაძლოა შევცვალოთ ან განვაახლოთ ამ მონაცემების დაცვის პროცედურები ნებისმიერ დროს, თქვენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. გთხოვთ დროდადრო გადაამოწმოთ და იყოთ ინფორმირებულნი ცვლილებების და განახლებების შესახებ. ჩვენ შესაბამისად მივუთითებთ ცვლილებების და განახლებების ჩატარების თარიღებს.

ეს საიტი იყენებს Google Analytics (Google Inc-ის ანალიტიკური სისტემა.) ეს სისტემა იყენებს Cookies - ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ინახება მომხმარებლის კომპიუტერში და მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის საშუალებას გვაძლევს. მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის, თქვენი კავშირის  IP- მისამართი) გადაეცემა Google-ს სერვერზე ამერიკაში  და იქ ინახება. Google იყენებს ამ ინფორმაციას, რათა შეიქმნას ამ საიტზე ვიზიტებისა და აქტივობების ანგარიშები. Google-ს შეუძლია ასევე გადასცეს ეს ინფორმაცია მესამე პირს , თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ან ამ პირებს აქვთ ხელშეკრულება Google-სთან. Google არ უკავშირებს თქვენს IP მისამართს Google-ში შენახულ ნებისმიერ სხვა ინფორმაციას. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ  Cookies-ის გამოყენება თქვენს ბრაუზერში, ამასთან ერთად გაფრთხილებთ, რომ გამორთული Cookies-ით ეს გვერდი გამართულად ვერ შეძლებს ფუნქციონირებას. ამ საიტის დათვალიერების შემდეგ, თქვენ ეთანხმებით, რომ Cookies თქვენი მონაცემები მოხვდება Google-ში.

თქვენ შეგიძლიათ გამოურთოთ Google-ს Coockies-ის თვალთვალი, რომლებიც აღდგებიან, საიტზე შესვლის დროს (მათ შორის თქვენი IP-მისამართის ჩათვლით), და გადაამუშაოთ ეს მონაცემები, სპეციალური პლაგინის ჩამოტვირთვითა და დაინსტალირებით ბრაუზერისთვის: http://tools.google.com/dlpage/gaoptout?hl=en