Environmental Responsibility

წარმოების ეკოლოგიურობა და კომპანია NIVEA

ჩვენი გზა ეკოლოგიური წარმოებისადმი

"ჩვენთვის ""ზრუნვა"" - არის არამხოლოდ ჩვენი საქმიანობის ძირითადი ნაწილი, არამედ მისი ფუნდამენტალური ფასეულობა, რომელიც გულისხმობს ჩვენს პასუხისმგებლობას ადამიანების და გარემოს წინაშე. წარმოების ეკოლოგიურობა "

მაღალხარისხიანი ინგრიდიენტები მაღალხარისხიანი პროდუქტებისათვის.

ზოგიერთი ინგრიდიენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ჩვენი პროდუქციის დასამზადებლად, ხელმისაწვდომია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით და შესაძლებელია სულ გაქრეს მომავალში. ამიტომ ჩვენ ვუჭერთ მხარს ნედლეულის დაუშრებელ გამოყენებას და ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას ალტერნატივების შემუშავებას, რომლების შეესაბამებიან ჩვენ მაღალ სტანდარტებს.

palmoil

პალმის ცხიმის ეკოლოგიური წარმოების გზა

კომპანია Beiersdorf-ი არ მოიხმარს პალმის ცხიმს კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად და არ წარმოებს არავითარ გადამუშავებულ საშუალებებს პალმის ან პალმის გულის ცსიმის საფუძველზე. თუმცა კოსმეტიკურ მრეწველობაში ყოველთვის არსებობენ პროდუქტები, რომელთა დამზადებასაც სჭირდება საჭირო დანამატების გამოყენება, როგორიცაა ემულგატორებიდა ზედაპირულად-აქტიური საშუალებები. ეს დანამატები, როგორც წესი,  მზადდება მინერულური და მცენარეული ცხიმების საფუძველზე, მაგალითად ქოქოსის, რაფსის და პალმის და პალმის გულის ცხიმზეც კი. 

უკვე მრავალი წელია ჩვენ მჭიდროთ ვთანამშრომლობთ ჩვენს მომწოდებლებთან, იმისათვის რომ მოწოდების ჯაჭვი გავხადოთ უფრო გამჭვირვალე - მათ შორის, რომ შევიტანოთ სრული გარკვევითობა ნედლეული მასალების გადამუშავებასა და მათ წარმოებაში და მხარი დავუჭიროთ პალმის და პალმის გულის ცხიმის ეკოლოგიურ წარმოებას. პალმის ცხიმის ეკოლოგიურობასთან დაკავშირებულ მრგვალ მაგიდასთან (RSPO) ჩვენს ერთგულებასთან დამატებით ჩვენ აგრეთვე ვიღებთ მონაწილეობას პალმის ცხიმის ეკოლოგიურობასთან დაკავშირებულ ახლახანს შექმნილ ფორუმში (FONAP) და მხარს ვუჭერთ არსებული სერტიფიცირების კრიტერიუმების შემდგომ განვითარებას.  

უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ეკოლოგიური პალმისგულის ცხიმის გამოყენებაში. ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ მხოლოდ დადასტურებული ეკოლოგიური წარმოშობის ინგრედიენტები („სერტიფიცირებული ეკოლოგიური პალისგულის ცხიმი“) და ვგეგმავთ სულად გადავიდეთ სეგრეგირებულ ან ყოველ შემთხვევაში ბალანსირებულ პალმის და პალმისგულის ცხიმზე და მათ ნაწარმზე 2020 წლისათვის. იქამდე კომპანია Beiersdorf განაგრძობს GreenPalm პლატფორმის დახმარებით სერტიფიკატების შეძენას. უკვე 2014 წელს 100% ეკვივალენტი პალმის და პალმისგულის ცხიმი, რომელიც შედის ჩვენი ნედლეულის მასალებში იქნა სერტიფიცირებული. 
სხვათა შორის გვერდებზე პროდუქტების აღწერით თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ინგრედიენტების მიმოხილვა, რომელბიც გამოიყენება მათ დამზადებაში.   

პროდუქტის ჩვენება

 

ცხოველებზე ცდების ალტერნატივები

2004 წელს ევრო კავშირში აკრძალული იყო კოსმეტიკური საშუალებების გამოცდა ცხოველებზე, ხოლო 2013 წელს ასევე აიკრძალა ამ პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული ინგრედიენეტბის გამოცდა. თუმცა კომპანია Beiersdorf თავს არიდებდა ცდების ჩატარებას ცხოველებზე ნებისმიერი საშუალებებით ჯერ კიდევ ბევრად ამაზე ადრე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პროდუქტების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დასადასტურებლად სულაც არ არის საჭირო მათი გამოცდა ცხოველებზე.

raw materials research development

ცხოველებზე ცდების ალტერნატივები

2004 წელს ევრო კავშირში აკრძალული იყო კოსმეტიკური საშუალებების გამოცდა ცხოველებზე, ხოლო 2013 წელს ასევე აიკრძალა ამ პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული ინგრედიენეტბის გამოცდა. თუმცა კომპანია Beiersdorf თავს არიდებდა ცდების ჩატარებას ცხოველებზე ნებისმიერი საშუალებებით ჯერ კიდევ ბევრად ამაზე ადრე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პროდუქტების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დასადასტურებლად სულაც არ არის საჭირო მათი გამოცდა ცხოველებზე. 
 
აკრძალვის მიუხედავად პროდუქტის გამოცდის ალტერნატიული მეთოდების დამუშავებას და დანერგვას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა Beiersdorf კომპანიისათვის. უკვე 20 წელზე მეტია კომპანია წარმატებით მოღვაწეობს საექსპერტო კომისიის და პროფესიული ასოციაციების  ფარგლებში in vitro ექსპერიმენტების დამუშავებაში - ცხოველებზე ცდების ალტერნატივაში. ამჟამად კომპანია  Beiersdorf არის ერთ ერთი წამყვანი მსოფლიოში ცნობილი და დაფასებული კომპანია, რომელიც დაკავებულია მსგავსი გამოკვლევებით.    

ჩვენ აქტიურ ზომებს ვიღებთ იმისათვის, რომ პროდუქციის გამოცდის არსებულმა ალტერნატიულმა მეთოდებმა მიიღოს მოწონება შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ორგანოებისგან მთელს მსოფლიოში, აგრეთვე ვთავაზობთ საკადრო და ფინანსურ მხარდაჭერას სამეცნიერო გამოკველების ჩასატარებლად სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც დაკავშირებულია ამ მეთოდების გამოყენებასთან. 

 

უფრო ნაკლები ნარჩენი სტაბილურ ხარისხზე

ჩვენი შესაფუთი მასალები ექვემდებარება თითქმის 100% გადამუშავებას. ჩვენ აუცილებლად ვმუშაობთ ჩვენი პროდუქციისა და მათი შეფუთვის დახვეწასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ჩვენ ყოველთვის მივისწრაფით მინიმუმამდე დავიყვანოთ მასალების რაოდენობა, რომელიც გამოიყენება შესაფუთების დასამზადებლად - იქნება იგი პლასტიკატი, შუშა, ლითონი, მუყაო თუ ქაღალდი. და ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს - თითქმის 100% ჩვენი შესაფუთი მასალა ექვემდებარება გადამუშავებას. ერთერთი ჩვენი წარმატების ისტორია გახდა NIVEA ტანის ლოსიონის დამუშავება. მისი შეფუთვის ახალმა დიზაინმა მოგვცა დიდი რაოდენობით რესურსის ეკონომიის გაწევის საშუალება. სხვა ეფექტური საშუალება შესაფუთი მასალის რაოდენობის შესამცირებლად - არის გადასატვირთი პაკეტების დამზადება. თხევადი საპნის გადასატვირთი დოზატორების გამოყენებას მივყავართ ნარჩენების მნიშვნელოვან შემცირებამდე. მაგალითად NIVEA შხაპის კრემ-გელის გადატვირთვისთვის პაკეტების გამოყენების შედეგად ნარჩენების რაოდენობა შემცირდა 75%-ით.