თქვენ გაგაჩნიათ კითხვები აბაზანის, შხაპის ან საპონის შესახებ?

პასუხები შხირად დასმულ კითხვებზე - აქ.

1. მავნებელია თუ არა კანისათვის  შხაპის ან აბაზანის ძალიან ხშირად მიღება?

NIVEA-ს ტანის მოვლის ყველა გამწმენდი საშუალება დამუშავებულია ექსპერტების მიერ და შეიცავს ინგრიდიენტების განსაკუთრებულ კომბინაციას, რომელიც ანიჭებს კანს მოვლის შეგრძნებას და იცავს მას სინოტივის დაკარგვისგან. შხაპის ან აბაზანის მიღება არ არის მავნებელი თქვენი კანისთვის. მიუხედავად ამისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ კანის სინოტივის ბუნებრივი დონის დასაცავად  დერმატოლოგები არ ურჩევენ შხაპის ან აბაზანის მიღებას დღეში ორ ჯერზე მეტად. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი კანის ტიპზე, გამოსაყენებელი წყლის ხარისხზე და ტემპერატურაზე. მშრალი და მგრძნობიარე კანის მქონეებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ორგანიზმის ინდივიდუალურ რექციას, იმისათვის რომ დაადგინონ შხაპის ან აბაზანის მიღების ოპტიმალური სიხშირე.  

2. როგორ დავადგინოთ, თუ რომელი პროდუქტი მომიხდება მე ყველაზე კარგად? 


იმისათვის, რომ სწორედ შევარჩიოთ ჩვენთვის NIVEA-ს ტანის მოვლის გამწმენდი საშუალება, უპირველეს ყოვლისა უნდა განვსაზღვროთ თქვენი მოთხოვნილებები და უპირატესობები. შემდეგ -  შეავსოთ ისინი თქვენი საყვარელი არომატებით და წარმოიდგინეთ ზოგადი შეგრძნება, რომელიც თქვენ გინდათ მიიღოთ პროდუქტის გამოყენების შემდეგ!  შხაპის გელ-საპონი იყოფა  NIVEA-ს  მომვლელ კრემ-გელებზე, რომლებიც არის იდეალური საშუალება ყოველდღიური გამოყენებისათვის  და NIVEA-ს  მდიდრულ არომატიზირებულ კრემ-გელებზე, რომლებიც განიჭებენ მომხიბლავ წუთებს თქვენს თავთან სიმარტოვის დროს და დამატებით მოვლას. თუ თქვენ მიისწრაფით სიგრილის შეგრძნების მისაღებად, მაშინ უნდა შეარჩიოთ გამჭვირვალე შხაპის გელები. თავისი გამჭვირვალე, ზეთიანი გრანულების შემცველი ფორმულის წყალობით ისინი განიჭებენ სიგრილის და მოვლის შეგრძნებას, რომელიც შეიცავს ზეთიან გრანულებს. თუ თქვენ უფრო მოგწონთ აბაზანის მიღება, მაშინ *NIVEA Cream Care Bath*  მისი უნიკალური არომატით  NIVEA და ორიგინალური მოვლის ინგრიდიენტებით თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება. NIVEA-ს ტანის მოვლის გამწმენდ საშუალებათა შორის  აგრეთვე არიან პროდუქტები უფრო სპეციფიკური მოთხოვნილებებისათვის ( პილინგი,  საშუალებები ძალიან მშრალი და მგრძნობიარე კანისათვის). ამდაგვარად, თქვენ მხოლოდ და მხოლოდ უნდა შეარჩიოთ პროდუქტის საჭირო კატეგორია და შეარჩიოთ თქვენთვის უფრო სასიამოვნო არომატი წარმოდგენილი საშუალებათა ხაზიდან.

3. როგორ უვლიან ჩემს კანს NIVEA -ს ტანის მოვლის გამწმენდი საშუალებები? 
NIVEA -ს ტანის მოვლის გამწმენდი საშუალებები უზრუნველყოფენ მოვლის მაქსიმალურ დონეს. მათ შემადგენლობაში შედიან რბილი მოქმედების დამატებითი ზედაპირული აქტიური ნივთიერებები, რომლებმაც გაიარეს დერმატოლოგიური შემაწომება  კანთან შეთავსებადობაზე. უმეტეს პროდუქტს გააჩნია pH ნეიტრალური დონე. უფრო მეტიც, უმეტესი საშუალება დამუშავებულია სპეციალურად ძალიან მშრალი კანის ტიპისათვის, მაგალითად ისეთი როგორიცაა *NIVEA Supreme Touch Cream Shower* შის და მაკადამიის ზეთებით ან *NIVEA Crème Care Shower*, რომელიც შეიცავს ორიგინალური NIVEA Creme-ს  ზეთებს და პროვიტამინს. 
ყველაზე მგრძნობიარე კანისათვის იყო დამუშავებული განსაკუთრებული მგრძნობიარე ფორმულები, იმისათვის , რომ უზრუნველყოფილიყოს რბილი გაწმენდა და მოვლა კანის ინდივიდუალური მოთხოვნილების გათვალისწინებით, მაგალითად ულტრარბილი  NIVEA Sensitive Balance Shower*, რომელიც შეიცავს გვირილას ექსტრაქტს და ბისაბოლოლს - რბილი და თანამედროვე არომატით. 
 
4.  აბაზანისათვის საშუალების რა რაოდენობა უნდა გამოვიყენოთ, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ არის მითითებული ეტიკეტზე?  
წყალში გაზავებული მცირე რაოდენობა (მააქსიმუმ 30 მლ),  სავსებით საკმარისია, მაგრამ გამოყენებული საშუალების რაოდენობა შეიძლება შერჩეულ იყოს ინდივიდუალურად, იქიდან გამომდინარე, თუ ქაფის რა რაოდენობა გჭირდებათ. 


5. შესაძლებელია თუ არა NIVEA -ს ტანის მოვლის გამწმენდი საშუალებები გამოვიყენოთ აგრეთვე თმის დასაბანად? 

კი, როგორც წესი NIVEA-ს  შხაპის საშუალებები გამოიყენება აგრეთვე თმის დასაბანად. მაგალითად, NIVEA Men -ის მამაკაცებისათვის შხაპის მიღებისათვის  პროდუქცია პოზიციონირდება როგორც ტანისათვის, სახის და თმის საშუალებათა უნივერსალური ხაზი.  აღნიშნული პროდუქტების თმაზე სასიკეთო მოქმედება დადასტურებულია დიდი რაოდენობის მამაკაცების მონაწილეობით გაყიდვამდე ტესტების ჩატარების შედეგად. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ NIVEA -ს ტანის მოვლის გამწმენდი საშუალებები დამუშავებულია პირველ რიგში თქვენი კანის მოვლისათვის. ხოლო იმისათვის, რომ უზრუნველყოთ თქვენი თმის მაქსიმალური მოვლა, ჩვენ გთავაზობთ ფართო ასორტიმენტს NIVEA Hair Care -ს ხაზიდან, რომელიც გთავაზობთ უამრავ სხვადასხვა სახის შამპუნს სხვადასხვა ტიპის თმისათვის.  გრძელ, შეღებულ ან/და დაზიანებულ თმას განსაკუთრებით სჭირდება სპეციალური მოვლა, შესაბამისად - სპეციალურ ინგრედიენტები.   აღნიშნული ტიპის თმისთვის ჩვენ გთავაზობთ ისეთ შამპუნებს, როგორებიცაა NIVEA Intense Repair Shampoo, NIVEA Color Care & Protect Shampoo ან NIVEA Diamond Gloss Shampoo.


6. NIVEA -ს ტანის მოვლის გამწმენდი საშუალებებიდან ყველაზე მეტად რომელი უხდება ორსულ ქალებს მგრძნობიარე კანით? 


ორსულობამ შესაძლებელია დროებით შეცვალოს თქვენი კანის თვსებები, რადგან ჰორმონები ახდენენ გავლენას ორგანიზმის წყლის ბალანსზე და თქვენი კანი ამ დროს მაქსიმალურ სტრეს განიცდის. მიუხედავად ამისა თქვენს კანს უწევს ამასთან გამკლავება. ჰორმონების მაღალმა დონემ და კანის გაწელვის შედეგად მუღებულმა სტრესმა შესაძლებელია მისი სიმშრალის შეგრძნება გამოიწვის. შეიკავეთ თავი ძალიან თბილ წყალში ზედმეტად დიდხანს ბანაობისგან, თორემ ის თქვენს კანს უფრო მშრალს გახდის.  ამის ნაცვლად იგრძენით თქვენზე ზრუნვის შეგრძნება, გამოიყენეთ NIVEA-ს ტანის მოვლის გამწმენდი საშუალებები, ისეთები, როგორებიცაა *NIVEA Creme Care Shower*, *NIVEA Crème Soft Shower* ან ძალიან რბილი *NIVEA Sensitive Balance Shower*, რომელიც შეიცავს გვირილის ნატურალურ ექსტრაქტს და ბისაბოლოლს. ამის გარდა, ჩვენ უმეტესწილად გირჩევთ *NIVEA Natural Shower Oil*   ნატურალური ზეთების 55% შემცველობით, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი კანის ელასტიურობის  შენარჩუნებაში. 

7.  რატომ ჩნდება ნაპრალები საპნის ზედაპირზე? 


ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ეს, სამწუხაროდ, ამა თუ იმ ხარისხში ნებისმიერ საპონს მოსდის. ასეთი ნაპრალები ჩნდებიან, თუ საპონი დასველდა, და მერე დიდხანს მშრალი იდო და არ გამოიყენებოდა. მაგრამ ნაპრალები არ მოქმედებენ პროდუქტის გამწმენდ თვისებებზე. ნაპრალის ერთად ერთი ნაკლი ეს მისი ესთეთიური პრობლემაა: თუ ნაპრალებში ჭუჭყის ნაწილაკები გროვდება, მაშინ ეს საპონზე მუქი ლაქების გაჩენამდე მიგვიყვანს. 

 


 

 

გაქვთ კიდე კითხვები?

გთხოვთ, დაგვიკავშირდით საიტზე განთავსებული უკუკავშირის ფორმის მეშვეობით.