Creme FAQ

თქვენ გაქვთ კითხვები Crème და Soft-ის საშუალებების შესახებ ?

პასუხები შხირად დასმულ კითხვებზე - აქ.

თქვენ გაქვთ კითხვები CRÈME და SOFT-ის საშუალებების შესახებ ?

1. კანის რომელ ტიპს უხდება NIVEA SOFT და NIVEA CREME?
NIVEA Soft და NIVEA Creme უხდება ნებისმიერი ტიპის კანს სახის, ტანის და ხელების მოვლისათვის. საშუალების თქვენი არჩევანი დამოკიდებულია თქვენი კანის ინდივიდუალურ მოთხოვნილებაზე:  თუ მას ესაჭიროება ინტენსიური გაჯერებული მოვლა, მაშინ NIVEA Creme თქვენთვის სწორი არჩევანი იქნება. თავის მხრივ NIVEA Soft უზრუნველყოფს თქვენი კანის გამაგრილებელ დატენიანებას, მარტივად ისმევა და იდეალურად უხდება ტანის ფართო უბნებზე დატანისათვის.

2. რით განსხვავდებიან NIVEA SOFT და NIVEA CREME?
NIVEA Creme წარმოადგენს წყალ-ზეთოვან ემულსიას. ეს იმას ნიშნავს, რომ ემულსია შეიცავს ზეთში მოთავსებულ წყლის მრავალ წვეთს. ამის შედეგად თქვენი კანი ჯერ ზეთოვან შემადგენლისგან ინტენსიურ მოვლას იღებს, ხოლო შემდეგ  უზრუნველყოფილია სინოტივით. NIVEA Creme-სგან განსხვავებით  NIVEA Soft – ის ზეთოვან-წყლიანი ემულსიაა, ანუ ის შეიცავს წყალში მოთავსებულ ზეთის წვეთებს. NIVEA Soft-ის წყლიანი შემადგენელი ჯერ სწრაფად შეიწოვება კანში, აგრილებს და ანოტივებს მას, ხოლო ამის შემდეგ თქვენს კანს ზეთის წვეთები უვლიან.

3. რატომაა შესაძლებელი NIVEA CREME-ს საშუალებების წარმოება კონსერვანტების გარეშე?
NIVEA Creme – ეს არის წყალ-ზეთოვანი (წ/ზ) ემულსია, რომელშიც წყლის პაწაწუნა ნაწილაკები „დაცურავენ“ ზეთოვან შემადგენელში. ზეთოვან-წყლიანი (ზ/წ) ემულსიისგან განსხვავებით ემულსიის ამ ტიპში წყალი მიკროორგანიზმებს მინიმალურ წყალს აწვდის. რადგან შესაძლებელი გახდა NIVEA Creme-ს პრაქტიკულად სტერილური და ემულსიის პაწაწინა წვეთების თანაბარი განაწილებით  წარმოება, მაშინ მომხმარებლის მიერ კრემში რომელიმე სახის მიკროორგანიზმების შეტანის შემთხვევაში, უმეტესი მათგანი ვერ გადარჩება ასეთ გარემოში და დაიღუპება.

4. უხდება თუ არა NIVEA CREME -ს საშუალებები ჩვილებს და პატარა ბავშვებს, თუ მათ მშრალი კანი აქვთ?
NIVEA Creme -ს გამოყენება რეკომენდებულია მშრალი კანის მქონე ჩვილი ბავშვებისთვის. NIVEA Creme -ს საშუალებები არ შეიცავენ კონსერვანტებს და საღებავებს და კარგად უხდებიან მშრალი და ძალიან მგრძნობიარე კანის მქონე ჩვილებს.

5. უხდება თუ არა NIVEA CREME -ს საშუალებები ჩვილებს და პატარა ბავშვებს, თუ მათ მშრალი კანი აქვთ?
NIVEA Creme -ს გამოყენება რეკომენდებულია მშრალი კანის მქონე ჩვილ ბავშვებისთვის.  NIVEA Creme -ს საშუალებები არ შეიცავენ კონსერვანტებს და საღებავებს და კარგად უხდებიან მშრალი და ძალიან მგრძნობიარე კანის მქონე ჩვილებს.

გაქვთ კიდე კითხვები?

გთხოვთ, დაგვიკავშირდით საიტზე განთავსებული უკუკავშირის ფორმის მეშვეობით.

ჩვენი რეკომენდაციები