თქვენ გაგაჩნიათ კითხვები დეზოდორანტების შესახებ?

პასუხები შხირად დასმულ კითხვებზე - აქ.

ხშირად დასმული კითხვები

1. რით განსხვავდებიან დეზოდორანტი და ანტიპერსპირანტი?
დეზოდორანტები ტანის უსიამოვნო სუნის გამომწვევ  ბაქტერიებს კლავენ. დეზოდორანტი შეიცავს მადეზოდორირებელ აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც  ხელს უშლიან ბაქტერიების ზრდას და ამცირებენ იღლიაში ბაქტერიების რაოდენობას.
ანტიპერსპირანტები შეიცავენ ანტიპერსპირანტულ აქტიურ ნივთიერებებს - ხშირად ეს ალუმინის მარილებია, რომლებიც ამცირებენ ოფლის გამოყოფას საოფლე ჯირკვლებიდანჯირკვლის ფორის თავში ქმნიან დროებით გელის საცობს. თანდათან მექანიკური ზემოქმედების და კანის განახლების ბუნებრივი პროცესის შედეგად ეს საცობები ქრება. ანტიპერსპირანტებს ასევე გააჩნიათ მადეზოდორირებელი მოქმედება, ვინაიდან ისინი აკავებენ ბაქტერიების ზრდას  рН -ის უფრო დაბალი დონის და იღლიაში სინოტივის სიმცირის წყალობით.

2. რატომ შეიცავენ NIVEA- ანტიპერსპირანტები ალუმინის მარილებს ( მაგალითად ალუმინის ქლორჰიდრატს)?
ბავრს უნდა, რომ დეზოდორანტმა არამხოლოდ სუნი ჩაახშოს, არამედ ხელი შუწყოს ოფლის გამოყოფის შემცირებას, რაც თავიდან აგვარიდებს ტანსაცმელზე ლაქების გაჩენასყველა ეფექტური ანტიპერსპირანტი შეიცავს ალუმინის მარილებს (მაგალითად ალუმინის ქლორჰიდრატს). ეს მარილები ჯირკვლის ფორის თავში ქმნიან დროებით გელის საცობს, რის შედეგად ნაკლები ოფლი გამოიყოფადროთა განმავლობაში მექანიკური ზემოქმედების და კანის განახლების ბუნებრივი პროცესის შედეგად ეს საცობები ქრება.
ალუმინის მარილები უკვე ას წელზე მეტია გამოიყენება ანტიპერსპირანტების წარმოებისას. მთლიანობაში, კოსმეტიკაში გამოსაყენებელი ინგრიდიენტები მკაცრად კონტროლდება კოსმეტიკის შესახებ ევროპული დერექტივის მიერ და ექვემდებარება უსაფრთხოების მკაცრ კონტროლს და სამეცნიერო ანალიზს ევროპულ და ეროვნულ დონეზე

3. რატომ ვიოფლებით?
ოფლის
გამოყოფა ხდება რამოდენიმე ფაქტორის შედეგად. სხეულის მაღალმა ტემპერატურამ ფიზიკური აქტიურობის ან/და სიცხის გამო შესაძლებელია გამოიწვიულ იქნეს ოფლის გამოყოფა მთელ სხეულზე. ოფლის ასეთი გამოყოფის დროს ხდება ორგანიზმის თერმორეგულაცია აორთქლებადი სითბოს გამოყოფის ხარჯზე. ოფლი გამოიყოფა ეგრეთ წოდებული ეკრინული საოფლე ჯირკვლებით და ძირითადად შედგება წყლისგან და მარილებისგან
ოფის
გამოყოფა აგრეთვე შიძლება იყოს გამოწვეული ემოციონალური ან ფსიქოლოგიური სტრესით. ასეთ შემთხვევაში ის ჩვეულებრივად იღლიების, ტერფების, ხელის გულების და შუბლის მიდამოში ჩნდება. ასეთი ოფლი გამოიყოფა არამხოლოდ ეკრინული საოფლე ჯირკვლებით, არამედ აპოკრინულებითაც. აპოკრინული ოფლი შედგება ლიპიდების და ცილებისგან, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან კანის ბაქტერიებით, რის გამოთაც სხეულზე სპეციფუკური სუნი ჩნდება. სტრესით გამოწვეული ოფლის გამოყოფა არის ჩვენი უძველესი საევოლუციო რეაქცია საშიშ სიტუაციაზე (რეაქციაბრძოლა ან გაქცევა“) და მნიშნელოვან როლს თამაშობს არავერბალურ კომუნიკაციაშისტრესით გამოწვეული ოფლის გამოყოფის წინააღმდეგობის გასაწევათ, ჩვენ დავამუშავეთ ქალის და მამაკაცის სპრეები და როლიკებიდაცვა ანტისტრესი“ NIVEA -სგან.

4. მავნებელია თუ არა ოფლის გამოყოფის შეჩერება ანტიპერსპირანტის მეშვეობით?
ანტიპერსპირანტების გამოყენება არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე იღლიების საერთო ფართი დახლოვებით 200 cm2 შეადგენს, რაც ჩვენი სხეულის ზედაპირის 1%  არისრა თქმა უნდა ეს ზედაპირი ზალიან პატარაა იმისათვის რომ დაარღვიოს მთელი ორგანიზმის თერმორეგულაცია. ანტიპერსპირანტების უსაფრთხოება დამტკიცდა მრავალი გამოკვლევების მსვლელობის დროს , ამიტომაც მისი გამოყენება კოსმეტიკურ პროდუქციაში მოწონებულიქნა.

5. როტომ აგვდის სუნი?
ახლად გამოყოფილი ოფლი უსუნო სითხეს წარმოადგენს. უსიამოვნო სუნი ჩნდება მაშინ, როდესაც იღლიაში მყოფი კანის ბაქტერიები მეტაბოლიზირდებიან (ანუ იყოფებიან) ოფლის გარკვეული კომპონენტები, ისეთები როგორებიცაა ლიპიდები და ცილები. იღლიების მიდამოში ნოტიო გარემოს არსებობის,  рН უფრო მაღალი დონის და ოფლის და ქონის ჯირკვლებიდან ბაქტერიების მკვებავი ნივთიერებებით მომარაგების წყალობით ჩნდება იდეალური პირობები კანის ბაქტერიების ზრდისათვის

6. რატომ უნდა შევანჯღრიოთ NIVEA - დეზოდორანტი ან ანტიპერსპირანტი?
გამოყენების
წინ სპრეი-ანტიპერსპირანტები აუცილებლად კარგად უნდა შეინჯღრიოთ, იმისათვის რომ ანტიპერსპირანტული აქტიური ფხვნილი (ალუმინის მარილი) თანაბრად გავრცელდეს ბალონში. სხვანაირად საშუალება შესაძლებელია გამოვიდეს ნახვრეტიდან ძალიან კონცენტრირებული ფორმით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სარქველის დაცობა ან კანზე ან ტანსაცმელზე თეთრი ლაქების გაჩენა.

7. შესაძლებელია, რომ დეზოდორანტის გამოყენებამ გამოიწვიოს ქსოვილზე ყვითელი ლაქების გაჩენა?
ყვითელი
ლაქები ჩნდება კანის ლიპიდების, კანის ქონის, სარეცხი საშუალების და ანტიპერსპირანტის აქტიური ნივთიერებების კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგად. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამაში მონაწილეობს რამოდენიმე ფაქტორი, კერძოდ:  გამოყენების სიხშირე, დეზოდორანტის გამოყენების რაოდენობა, ტანსაცმლის გამოცვლის სიხშირე, რეცხვის ინტენსივობა, ოფლის ინდივიდუალური შემადგენლობა, წყალში მინერალების ან მიკროელემენტების შემცველობა და თვითონ ქსოვილის შემადგენლობა.  იმისათვის რომ ქსოვილზე არ დარჩეს ყვითელი კვალი დეზოდორანტისგან, საშულება მთლიანად უნდა გაშრეს თქვენს სხეულზე იქამდე, სანამ თქვენ ტანსაცმელს ჩაიცმევთ.
მაგრამ
აღსანიშნავიაისიც, რომყითელილაქებიშეიძლებაგაჩნდესანტიპერსპერანტულიინგრიდიენტების  არარსებობისდროსაც, ისევე, როგორჩნდებიაყვითელილაქებითეთრსაყელოზე, როდესაცკანისლიპიდებიჰაერშიარსებულჭუჭყისნაწილაკებთანერთად  მდგრადლაქებსაჩენენ, ისეთებსრომელთამოცილებაძალიანძნელია.  ზოგშემთხვევაშილაქებისგაჩენაგანპირობებულიაფაბრიკულისაღებავებისჩამორეცხვით.

8. როგორ ამოვიყვანოთ ყვითელი ლაქები?
ტანსაცმელზე არსებული ყვითელი ლაქების მოშორება ან მათი ნაკლებად შესამჩნევი გახდომა შეუძლებელია ხშირი/განმეორებითი რეცხვის გზით; ზოგჯერ რეცხვის შემდეგ ლაქები უფრო მდგრადი ხდებიან.
 
თუ თქვენს ტანსაცმელზე ლაქები გამოჩნდა, გაავლეთ ის ცივ წყალში, ხოლო შემდეგ გარეცხეთ ის სარეცხი საშუალებითხშირ შემთხვევაში ჩვენ შევძელით ლაქების ამოყვანა 24 საათით ლიმონის მჟავის 5% სნარში ტანსაცმლის ჩალბობით. ძალიან მნიშვნელოვანია: გავლეთ ტანსაცმელი სუფთა წყალში, ხოლო შემდეგ გარეცხეთ ის სარეცხის მანქანაში ნორმალურ რეჟიმში 30°C თხევადი სარეცხი საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა ძნელია  იმის გარანტიის მიცემა, რომ აღნიშნული პროცედურა წარმატებულია ყველა ტიპის ლაქებისა და ქსოვილებისთვის. ფრთხილად იყავით დელიკატური და ფერადი ქსოვილების , აგრეთვე პერლამუტრის ღილების მქონე ტანსაცმლის მიმართებაში, რადგან შესაძლებელია მათი დაზიანება მჟავის ხსნარის მოქმედების დროს. პროდუქტის გამოყენებამდე, გთხოვთ, ჩაატარეთ ტესტი მის შეუმჩნეველ ნაწილშზე
ყარადღება: გაითვალისწინეთ ის, რომ ლიმონის მჟავა არის გარკვეულ წილად საშიში კანთან კონტაქტის დროს (გამაღიზიანებელი, სენსიბილიზატორი), თვალში მოხვედრის შემთხვევაში (გამაღიზიანებელი), გადაყლაპვის ან შესუნთქვის დროს (გამაღიზიანებელი), მისმა კანზე მოხვედრამ შესაძლებელია გამოიწვიოს ანთება ან დაბებრებაქსოვილის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია კონტაქტის ხანგრძლივობაზე. ამ მიზეზით, ჩვენ დაჟინებით გირჩევთ ლიმონის მჟავასთან მუშაობის დროს გამოიყენოთ დამცავი ხელთათმანები და არ შეისუნთქოთ ლიმონის მჟავის მტვერი.
თუ
თქვენ გინდათ შეამციროთ ტანსაცმელზე ყვითელი ლაქების გაჩენის რისკი, შესაძლებელია თქვენ დაგაინტერესოთ პროდუქცია ხაზიდან  NIVEA- "უხილავი დაცვა შავისა და თეთრისთვის"

9. შესაძლებელია, რომ დეზოდორანტის გამოყენებამ გამოიწვიოს ქსოვილზე თეთრი ლაქების გაჩენა?
ზოგიერთი
დეზოდორანტმა, კერძოდ ანტიპერსპირანტებმა, რომლებიც შეიცავენ ალუმინის მარილებს, მაგალითად ალუმინის ქლორჰიდრატს (ACH), გარკვეულ პირობებში და არასწორი გამოყენებისას შეიძლება დატოვონ ტანსაცმელზე თეთრი ლაქები. გამოყენების წინ სპრეი-ანტიპერსპირანტები აუცილებლად კარგად უნდა შეინჯღრიოთ, იმისათვის რომ ალუმინის ქლორჰიდრატის  ფხვნილი თანაბრად გავრცელდეს ბალონში, და შესაბამისად კანზეიმისათვის რომ ქსოვილზე არ დარჩეს თეთრი კვალი დეზოდორანტისგან, საშულება მთლიანად უნდა გაშრეს თქვენს სხეულზე იქამდე, სანამ თქვენ ტანსაცმელს ჩაიცმევთჩვეულებრივათ თეთრი ლაქები ტანსაცმელს ადვილად შორდება ჯაგრისით. თუ თქვენ გინდათ შეამციროთ ტანსაცმელზე თეთრი ლაქების გაჩენის რისკი, შესაძლებელია თქვენ დაგაინტერესოთ პროდუქცია ხაზიდან  NIVEA-უხილავი დაცვა შავისა და თეთრისთვის

10.  ჩემს მიერ შეძენილი პროდუქტი ნამდვილად არ შეიცავს სპირტს? 
ქიმიის
თვალსაზრისით ტერმინისპირტიმიეკუთვნება ნაერთების ფართო წრეს.   მათ აერთიანებს ის, რომ მათი მოლეკულები შეიცავენ ატომების გარკვეულ ჯგუფს. მაგრამ არაპროფესიულ დონეზესპირტსეძახიან ალკოჰოლურ სასმელებში არსებულ ეთანოლს (ქიმიური სახელწოდება - ეთილის სპირტი).  თუ საფუთავზე მითითებულია, რომ აღნიშნული პროდუქტიარ შეიცვს სპირტსეს იმას ნიშნავს, რომ ის არ შეიცავს  ეთანოლს  ანუსპირტს“, ანსპირტს. დნატურატს“ , თუმცა თვითონ სიტყვა სპირტი შეიძლება შეგხვდეს ნივთიერების დასახელებაში (მაგალითად, სტეარილის სპირტი). 

11.  გაპარსვის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტის გამოყენება?
გაპარსვის დროს იცლება კანის ზედაპირის მცირე ნაწილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დროს აუცილებლად ზიანდება კანი და კანის ბარიერებიმიუხედავად ამისა მცირე დაზიანებები შესაძლებელია მოხდეს. ასეთ შემთხვევაში შეიკავეთ თავი ალუმინის შემცველი დეზოდორანტების გამოყენებისგან, სანამ გაღიზიანება ან დაზიანება კანზე  არ გაივლის.   ანტიპერსპირანტის გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც, თუ კანი იღლიებში გაღიზიანებულია ან დაზიანებულია სხვა რაიმე მიზეზის გამო.

12.  შესაძლებელია, რომ დეზოდორანტის გამოყენებამ გამოიწვიოს ქსოვილზე ფერადი  ლაქების გაჩენა (მაგალითად მწვანე, ყავისფერი, წითელი, ლურჯი)? 
ქსოვილზე ფერადი ან ყვითელი ლაქების გაჩენა ანალოგიური გზით ხდება. ლაქების კონკრეტული ფერი  შეიძლება დამოკიდებული იყოს წყალის შემცველ ლითონებზე (მაგალითად: სპილენძი, მარგანუმი, რკინა). ზოგ შემთხვევაში ფერადი ანაბეჭდები ჩნდება ფლუორესცენტული გამათეთრებლების  (ოფტიკური გამათეთრებლების) გამოყენების შემდეგ.
ამის გარდა, ფერადი ლაქები შეიძლება გაჩნდნენ ღია ფერის ტანსაცმელზე, თუ თქვენ მას ჩაიცმევთ ფერად ტანსაცმლზე ან ფერადი ტანსაცმლის ქვეშასეთი რამ ხშირად ხდება, თუ შეღებულს ნაჭერს არ გააჩნია ოფლის უკუგდების თვისება.

გაქვთ კიდე კითხვები?

გთხოვთ, დაგვიკავშირდით საიტზე განთავსებული უკუკავშირის ფორმის მეშვეობით.

ჩვენი რეკომენდაციები