ხშირად დასმული კითხვები: სახის მოვლა

თქვენ გაგაჩნიათ კითხვები სახის მოვლის შესახებ?

პასუხები შხირად დასმულ კითხვებზე - აქ.

თქვენ გაგაჩნიათ კითხვები სახის მოვლის შესახებ?

1.  რატომ არის დანოტივება ასეთი მნიშვნელოვანი თქვენი სახისთვის? 
იმისათვის, რომ თქვენი კანი ჯანმრთელი დარჩეს, მას სჭირდება წყალი. წყლის მოცულობა რქოვან შრეში  10%-დან  30%-მდე შეადგენს, ხოლო ქვედა შრეებში - უფრო მეტს. იდეალურად დანოტივებული კანი - გლუვი და ელასტიურია, და მისი დამცავი ფუნქციები არ არის დარღვეული. გაუწყლოებული კანი მოდუნებული და უხეში ხდება. ამის გარდა მშრალი კანი ელასტიურობას კარგავს, რის შედეგადაც მასზე ჩნდებიან მიკრობზარები, რომლებსაც შეუძლიათ მიიყვანონ ბარიერული ფუნქციის დარღვევამდე. ამიტომ ჯანმრთელი და დაბალანსებული კანისათვის დანოტივება პირველხარისხოვანია. NIVEA-ს სახის მოვლის საშუალებები აჩუქებენ თქვენს კანს დანოტივებას და კვებას.

2. როგორ ეფექტურად ვიზრუნოთ სახის მშრალ კანზე? 
სახის მშრალ კანზე საუკეთესო ზრუნვა არის ოპტიმალური ბალანსი  მსუბუქი გაწმენდის, დანოტივების და კვების შორის. NIVEA -ს საშუალებები მშრალი კანისათვის დამუშავებულია სპეციალურად ასეთი ბალანსის შესანარჩუნებლად. რეკომენდაციებს, კანის თითოეული ტიპის მოვლისათვის, თქვენ იხილავთ პროდუქტის საფუთავზე.  NIVEA -ს გამწმენდი საშუალებები მშრალი კანისთვის ნაზად და საგულდაგულოდ აცილებენ მაკიაჟს და ჭუჭყს კანის ზედაპირიდან.  ისინი ნაზად ზრუნავენ თქვენს კანზე, მისი წყლის ბალანსის დარღვევის გარეშე.  NIVEA -ს მოვლის საშუალებები კანს წყლით აჯერებენ და ავსებენ ლიპიდების ნაკლებობას. ისინი იცავენ მის დამცავ ბარიერს და ეხმარებიან სინოტივის დაკარგვის არიდებაში. უფრო მეტიც, ისინი კანს კვებავენ, ხდიან მას გლუვს და ჩუქნიან ჯანსაღ შესახედაობას.

3. რომელ ფაქტორებს შეუძლიათ გამოიწვიონ სახის კანის სიმშრალე? 
კანის რქოვანი შრე (Stratum Corneum) ჰიდროლიპიდური მანტიით არის დაფარული. ერთად ისინი ქმნიან დამცავ ბარიერს, რომელიც აგებს პასუხს ორგანიზმის ბაქტერიალური ინფექციებისაგან დაცვაზე, აგრეთვე კანის წყლის ბალანსის დაცვაზე. კანის ბუნებრივი ბარიერის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მისი გაუწყლოება.  კანის სიმშრალის მიზეზები შესაძლებელია, როგორც გარეგანი, ასედაც შინაგანი იყონ. გარეგანი ფაქტორები - ეს არის კლიმატური პირობები, ისეთები როგორებიცაა ქარი, ჰაერის დაბალი სინოტივე, გარემოს მაღალი და დაბალი ტემპარატურა, ულტრაიისფერი გამოსხივება, აგრეთვე  მშრალი ჰაერი (გასათბობ ფართებში). მნიშვნელოვან როლს აგრეთვე თამაშობენ მავნე ჩვევები, მაგალითად: აგრესიული გამწმენდი საშუალებების გამოყენება, ზოგიერთი წამალი, სტრესი, წყლის არასაკმარისი მიღება და არასწორი კვება. ამის გარდა, კანის სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს შინაგანი ფაქტორი, ისეთი როგორიცაა ჰორმონალური დისბალანსი, დაავადებები და კანის დაბერება. 

4. რატომ არის აუცილებელი სახის გაწმენდის სპეციალური საშუალებების გამოყენება? 
გაწმენდა – პირველი ეტაპია თქვენი კანის ბუნებრივი სილამაზის და სიჯანსაღის დაცვის პროცესის დროს. NIVEA -ს გამწმენდი საშუალებები ნაზად, მაგრამ საგულდაგულოდ აცილებენ მაკიაჟს, კანის ქონსა და ჭუჭყს,  ამავდროულად არ აშრობენ კანს და არ აზიანებენ მის დამცავ მჟავურ შრეს. ამის გარდა, NIVEA -ს გამწმენდი საშუალებები  მოქმედებენ კანის კონკრეტული ტიპის მოთხოვნილებიდან გამომდინარე. ამდაგვარად, კანი ოფტომალურად მზად არის მოვლის მომდევნო ეტაპებისათვის.

5. როგორ შევავიწროვოთ გაფართოებული ფორები სახეზე? 
ასეთი კანის მოვლის პირველი ნაბიჯი არის მისი ყოვედღიური გაწმენდა კანის ქონისაგან დასაბანი საშუალებების მეშვეობით, თქვენი კანის ტიპისათვის შესაბამისი ტონიკის შემდგომი გამოყენებით. ამის გარდა რეკომენდებულია კვირაში 1-2 ჯერ სახის კანის ღრმა წმენდისათვის სკრაბის ან ნიღბის გამოყენება. ასეთი კანისათვის რეკომენდებულია NIVEA -ს სახის მოვლის საშუალება მსუბუქი დამანოტივებელი ეფექტით. 

6. როგორ ხშირად შეგვიძლია გამოვიყენოთ პილინგის საშუალებები? 
ნორმალური, კომბინირებული და პრობლემური კანისათვის რეგულარულ გამწმენდ საშუალებებთან ერთად რეკომენდებულია სახის სკრაბის გამოყენება კვირაში 1-2 ჯერ.  NIVEA -ს პილინგის საშუალებები რბილად, მაგრამ საგულდაგულოდ აცილებენ ჭუჭყს და კანის ქონს კანის ზედაპირიდან, აგრეთვე ნაზად აცლიან კანის მკვდარ უჯრედებს მსუბუქი მექანიკური ზემოქმედების გზით.
მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის არ არის რეკომენდებული პილინგის საშუალებების ხშირი გამოყენება, ხოლო მათი გამოყენების წინ აუცილებელია დარწმუნდნენ, რომ პროდუქტი მათი კანის ტიპს უხდემა.

7. როგორია ტონიკის გამოყენების უპირატესობა სახის სხვა გამწმენდ საშუალებებთან ართად? 
გამწმენდი საშუალებები ნაზად, მაგრამ საგულდაგულოდ ათავისუფლებენ კანს კოსმეტიკისგან. ამის გარდა, ჩვენი ახალი მიცელარული წყალი დაგეხმარებათ ნაზად მოიშოროთ წყალში ხსნადი წამწამების ტუშის ნარჩენები. ტონიკი ამთავრებს თქვენი კანის გაწმენდის პროცესს. ის ცლის მაკიაჟის დარჩენილ კვალს, აგრეთვე აგრილებს და ანოტივებს კანს.

8. რა უპირატესობა აქვს თვალის გარშემო კანის მოვლის სპეციალური საშუალებების გამოყენებას? 
თავისი თვისებებით კანი თვალის გარშემო ძალიან განსხვავდება სახის სხვა ნაწილების კანისაგან.  კანი თვალის გარშემო და მათ ქვეშ ძალიან თხელია და გააჩნია ძალიან სუსტად განვითარებული კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. ეს კანი ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომაც ის პირველი რეაგირებს ორგანიზმში მომხდარ ყველა ცვლილებაზე, განსაკუთრებით წყლის შეკავებაზე და განაწილებაზე. ესეთი ცვლილებების გამოვლინება არის თვალის გარშემო მუქი წრეები ან პატარა ნაოჭები.

9. რატომ უნდა წაისვათ საღამოს სახეზე სპეციალური ღამის კრემი? 
საღამოს და ღამის საათებში, როდესაც ჩვენი კანი უფრო მეტად მოდუნებულია, კანის რეგენერაციის პროცესი ჩქარდება. ამიტომაც კანის მოვლის ღამის საშუალებები უპირველესყოვლისა უნდა დაეხმარონ რეგენერაციის პროცესს და ერთდროულად უზრუნველყონ მისი აუცილებელი კვება და დანოტივება. აქედან გამომდინარე ღამის საათებში რეკომენდებულია სახეზე სპეციალურად ადაპტირებული კრემების წასმა. კანის მოვლის ღამის საშუალებებს დღის საშუალებებისგან განსხვავებით გააჩნიათ უფრო ძლიერი რეგენერაციის ეფექტი, და ასევე ისინი განსხვავდებიან თავიანთი შემადგენლობით - ისინი ვერ უზრუნველყოფენ დამატებით უი-დაცვას, რადგან ის ღამის საათებში არ გვჭირდება. 

10. რა არის კანის ნაადრევის დაბერების მიზეზი?  
კანის ნაადრევის დაბერება ხდება მრავალი მიზეზების გამო. ამათგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მზის უი-გამოსხივება, მაგრამ არსებობენ სხვა გარეგანი ზემოქმედებები, ისეთები, როგორებიცაა ცხოვრების არასწორი წესი ან ფსიქოლოგიური სტრესი, რომლებიც აგრეთვე ხელსუწყობენ ნაადრევ დაბერებას. ეს ფაქტორები აპროვოცირებენ თავისუფალი რადიკალების წარმოშობას, რომლებიც თავის მხრიდან არიან კანის ნაადრევი დაბერების ძირითადი მიზეზი

11. უნდა შეიცავდეს  თუ არა კანის მოვლის საშუალება  მზისგანდამცავ ფილტრს? 
კანიის ნაადრევი დაბერების ძირითადი მიზეზი არის მზის უი-გამოსხივება, ამიტომაც NIVEA-მ დაამუშავა კანის მოვლის საშუალებები უი-ფილტრების შემცველობით, რომლების კანს იცავენ უი-სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან. დამანოტივებელი კრემის ძირითადი ეფექტი არის კანში სინოტივის დონის აწევა, იმისათვის, რომ მას უფრო ჯანსაღი და სუფთა შესახედაობა ჰქონდეს. უი-ფილტრების შემცველი დამანოტივებელი კრემი უზრუნველყოფს კანის დამატებით დაცვას მზის უი-A და იუ-B გამოსხივებისაგან. NIVEA-ს სახის მოვლის საშუალებებში SPF- დაცვის დონე მერყეობს, ამიტომ  ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია უი-ფილტრის შესახებ საფუთავზე. თუ თქვენ გესაჭიროებათ კანის მოვლის საშუალება მზეზე ხანგრძლივად ყოფნის დროს, მაგალითად თუ თვენ ირუჯებით ან ცურავთ, თქვენ მოგიხდებათ ჩვენს მიერ სპეციალურად დამუშავებული NIVEA -ს საშუალებები მზისგან დაცვის სერიიდან.

12. შეიძლება თუ არა ზამთარში და ზაფხულში გამოვიყენოთ ერთი და იგივე საშუალება? 
სახის კანის მდგომარეობა შესაძლებელია შეიცვალოს წელიწადის დროის მიხედვით.  ზამთარში კანი უფრო მშრალია ვიდრე ზაფხულში. თუმცა კანის ტიპი შესაძლებელია შეიცვალოს წლის განმავლობაშიც, ცვლილებები კანის ქცევაში გამოიხატება სხვადასხვა ხარისხით. თუ თქვენ ნახეთ კანის მოვლის საშულების სერია, რომელიც ოფტიმალურად უვლის თქვენს სახის კანს მთელი წლის განმავლობაში, მაშინ არ არის აუცილებელი გადართვა საშუალებების სხვა ხაზზე.

13. რას ნიშნავს ტერმინი „არაკომედოგენური?“
არაკომედოგენური ჰქვია საშუალებებს რომლებიც  არ იწვევენ ფორების დაცობას და სახეზე კომედონების, ანუ შავი წერტილების გაჩენას. ფორების დაცობა შესაძლებელია გამოწვეულიქნას რამოდენიმე ფაქტორით. ერთერთი მათგანია კანის ქონის შეგროვება, რომელიც იწვევს ქონის ჯირკვლების დაცობას და შავი წერტილების გაჩენას. არაკომედოგენური გამწმენდი საშუალებები და კანის მოვლის საშუალებები განსაკუთრებით ესაჭიროება პრობლემურ კანს (მათ შორის ცხიმიან და კომბინირებულ კანის ტიპებს).

გაქვთ კიდე კითხვები?

გთხოვთ, დაგვიკავშირდით საიტზე განთავსებული უკუკავშირის ფორმის მეშვეობით.

ჩვენი რეკომენდაციები