ხშირად დასმული კითხვები: ტუჩების მოვლა

თქვენ გაგაჩნიათ შეკითხვები ტუჩების მოვლის შესახებ?

პასუხები შხირად დასმულ კითხვებზე - აქ.

თქვენ გაგაჩნიათ შეკითხვები ტუჩების მოვლის შესახებ?

1. რატომ სჭირდება ტუჩებს განსაკუთრებული მოვლა? 
ტუჩების კანი ძალიან თხელი და მგრძნობიარეა. გარე გამაღიზიანებლებისგან ჩვენს ტუჩებს მხოლოდ კანის ძალიან თხელი ფენა იცავს. ტუჩების მოვლის საშუალებები გვეხმარებიან კანის სიჯანსაღის შენარჩუნებაში. ისინი იცავენ ტუჩების სინოტივის ბუნებრივ ბალანსს. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ტუჩების დაცვა გარე ზემოქმედებებისგან, ისეთებისგან როგორებიცაა ქარი, სიცივე და უი-გამოსხივება. იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ ტუჩების აუცილებელი დაცვა, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მათზე, და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც სახლიდან გავდივართ. ზამთარში ტუჩების კანი უფრო მეტად განიცდის  მავნე ზემოქმედებას, ამიტომაც ძალიან სწრაფად მშრალი ხდება. დაახლოვებით იგივის თქმა შეგვიძლია ზაფხულზეც, როდესაც თქვენ დიდ დროს ატარებთ ოთახებში კონდიცირებადი ჰაერით.

2. არის თუ არა ტუჩების მოვლის საშუალების შეჩვევის რისკი? 
არ არსებობს არანაირი სამეცნიერო მტიცებულება, რომელიც ადასტურებს ტუჩების მოვლის საშუალებების შეჩვევას. ასეთი საშუალებების შემადგენლობაში შესული ლიპიდები არ მოქმედებენ კანის ლიპიდების ენდოგენურ გამომუშავებაზე. მაგრამ თუ თქვენი კანი საკუთარი ლიპიდების არასაკმარის რაოდენობას გამომუშავებს, მაშინ რეკომენდებულია ტუჩების მოვლის საშუალების დღეში რამოდენიმე ჯერ გამოყენება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში (დაბალი ტემპერატურის და ჰაერის სინოტივის გამო). რეგულარული მოვლისას თქვენი ტუჩები უფრო რბილები გახდებიან.

3. დამსკდარი ტუჩები - რა მოვიმოქმედო?
თუ თქვენ მშრალი, დამსკდარი ტუჩები გაქვთ, მაშინ აუცილებელია დაუყონებლივ იმოქმედოთ. თქვენთვის საუკეთესო არჩევანი არის პროდუქტი, რომელიც დაგეხნმარებათ ტუჩების კანის აღადგინაში, მოხსნის სიმშრალის შეგრძნებას და დააჩქარებს რეგენერაციის პროცესს. NIVEA -ს ტუჩების მოვლის საშუალებათა ხაზში არის სპეციალური პროდუქტი, რომელიც დამსკდარ ტუჩებს პირველად დახმარებას გაუწევს - ტუჩის ზეთი ნაზი მოვლა.

4. შესაძლებელია, რომ ტუჩები დაზიანდეს მზის ზემოქმედებისგან?  
ტუჩების კანის ნატურალური პიგმენტი, იცავს მას მზის საშის უი-ფილტრებისგან.  სამწუხაროთ, ტუჩების კანი თითმის არ შეიცავს მელანინს. ამის გამო, მზეზე ხანგრზლივად ყოფნისას, აუცილებელია ყოველთვის დაიცვათ თქვენი ტუჩები მზისგანდამცავი საშულების დახმარებით. NIVEA -ს ტუჩების მოვლის ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს SPF1, მაგრამ პლაჟის ან მთაში ლაშქრობისთვის ჩვენ გირჩევთ უფრო მაღალი ფაქტორების გამოყენებას. არ დაგავიწყდეთ: უი- სხივებს შეუძლიათ მოახდინონ ტუჩების კანზე ნეგატიური ზემოქმედება ღრუბლიან დღესაც. NIVEA - ს ტუჩების მოვლის საშუალებების შორის არიან მზისგანდამცავი პროდუქტები SPF30-ით.

გაქვთ კიდე კითხვები?

გთხოვთ, დაგვიკავშირდით საიტზე განთავსებული უკუკავშირის ფორმის მეშვეობით.

ჩვენი რეკომენდაციები