შხირად დასმული კითხვები: მზისგან დაცვა

თქვენ გაგაჩნიატ კიდე კითხვები მზისგან დაცვის შესახებ?

პასუხები შხირად დასმულ კითხვებზე - აქ.

თქვენ გაგაჩნიატ კიდე კითხვები მზისგან დაცვის შესახებ?

1. როგორ ირუჯება ჩემი კანი? 
მზის უი- სხივების ზემოქმედების ქვეშ კანის პიგმენტური უჯრედები დაცვის მიზნით გამომუშავებენ ყავისფერ პიგმენტს მელანინს. ის გამომუშავდება ჩვენი ორგანიზმის მიერ უი-გამოსხივების შთანთქმისთვის და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლისათვის. მელანინის გამომუშავება არის ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი რეაქცია მზის სინათლეზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კანის მგრძნობელობაზე მოქმედებს მისი ბუნებრივი ფერი და რუჯისადმი ინდივიდუალური მიდრეკილება.

2. რას ნიშნავს მზისგანდამცავი ფაქტორი (SPF)?
მზისგანდამცავი ფაქტორი (SPF) განსაზღვრავს, თუ რამდენი ხანი შეგიძლიათ გაატაროთ მზეზე მზით დამწვრობის მიღების გარეშე, კანის საკუთარი დამცავი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ თქვენ იწყებთ დაწვას მზეზე 10 წუთის ყოფნის შემდეგ, მაშინ მზისგანდამცავი კრემის SPF 10 -ით გამოყენება გაახანგრძლივებს „თვითდაცვის დროს“ 10-ჯერ  და საშუალებას მოგცემთ იყოთ მზეზე 100 წუთის განმავლობაში.ამდაგვარად, მზისგან დაცვის საშუალება აუცილებელია შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპის მიხედვით. ამის გარდა, უფრო კარგი დაცვისათვის აუცილებელია დამცავი საშუალების სწორი რაოდენობის გამოყენება. რეკომენდებული რაოდენობა– 2 მგ/სმ2 ერთ ხმარებაზე. სხვა სიტყვებით, საშუალების თითის ტოლა ზოლი საკმარისია სახისთვის, ხოლო მოზრდილი ადამიანის ტანისთვის საჭიროა საშუალების 2-3 სუფრის კოვზი.

3. რა რაოდენობის მზისგანდამცავი საშულების წასმა არის საჭირო? 
დაცვის ხარისხი განსხვავდება წასმული მზისგანდამცავი საშუალების რაოდენობიდან გამომდინარე, ამიტომ ის უნდა უხვად წაისვათ კანის ყველა ნაწილებზე. როგორც წესია, ამ დროს ბევრს კისრის უკანა ნაწილი, მკერდის ზედა ნაწილი და ფეხების უკანა მხარე ავიწყდებათ. მზისგანდამცავი საშუალებების გამოყენება - მზისგან ეფექტური დაცვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია: საშუალება ყოველთვის უნდა წაისვათ მზეზე გასვლის წინ. ერთ წასმაზე აუცილებელია გამოიყენოთ საშუალების დაახლოვებით 2-3 სუფრის კოვზი.  წაისვით საშუალება განმეორებით ყოველ 2 საათში ერთხელ, აგრეთვე ყოველთვის წყალში შესვლის, პირსაცოცით გაშრობის და გაოფლიანების შემდეგ.

4. ნამდვილია თუ არა, რომ ბავშვებს და უფროსებს სხვადასხვანაირი მზისგანდამცავი საშუალებები სჭირდებათ?

ბავშვის კანი უფრო მგრძნობიარეა უი-გამოსვივებისადმი. ბავშვის ნაზი  კანი ძალიან დაუცველია, ხოლო ჩვილებს ჯერ არ გამოუმუშავდა საკუთარი დაცვა. კანის საკმარისი სისქე და პიგმენტაციის უნარი სრულად ყალიბდება მხოლოდ მოზარდულ ასაკში.  ბავშვობაში მზით ხშირი დამწვრობები შეიძლება გამოიწვიონ კანის კიბო. ამიტომაც ბავშვებისათვის საჭიროა SPF - დაცვის ძალიან მაღალი ხარისხის მქონე  საშუალებების გამოყენება. ამის გარდა ბავშვებს ძალიან უყვართ ცურვა და ბანაობა. ეს ყველაფერი ამცირებს კანის საკუთარი დაცვის დონეს და ნაწილობრივ ჩამორეცხავს უი-ფილტრებს. იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ მზისგანდაცვის საშულების მოქმედების დრო, ჩვენ დავამუშავეთ საბავშვო ლოსიონები და სპრეები წყლის ექსტაგამძლე თვისებებით.
პირადი ჰიგიენის ასოციაციის „ ევროპის კოსმეტიკა“-ს მიერ დამტკიცებული სტანდარტის თანახმად მზისგანდამცავი საშუალებების წყლის ექსტაგამძლეობაზე ტესტირებისას  ექსპერიმენტში მონაწილე პირები ისმევენ კანზე კრემს და იღებენ აბაზანას 4 ჯერ  20 წუთის სიხანგრძლივით.  ჩვენი საშუალებების წყლის ზეგამძლეობაზე ტესტირებისას ექსპერიმენტში მონაწილე პირები აბაზანას იღებენ 6 ჯერ 20 წუთის სიხანგრძლივით, და ამის შემდეგაც კანზე 50% მეტი მზისგანდამცავი საშუალება რჩება.

5. შესაძლებელია თუ არა მზისგანდამცავი საშუალების მოქმედების ვადის გახანგრძლივება მისი ხელმეორედ წასმით?
დამცავი ეფექტი არ იზრდება ხელმეორედ წასმით, ამიტომაც ასეთი მნიშვნელოვანია თავიდანვე გამოიყენოთ საშუალება მაღალი SPF-დაცვით. შერჩეული დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია დაიტანოთ საშუალება თავიდან ყოველ 2 საათში ერთხელ, აგრეთვე, თუ თქვენ ისერგებლეთ პირსახოცით ან იბანავეთ.

6. რას ნიშნავს ცნება „წყლისგამძლე“?
ევროპაში წყლისგამძლეობის ტესტირებისას არსებობს სტანდარტი, დამტკიცებული პირადი ჰიგიენის ასოციაციის „ ევროპის კოსმეტიკა“-ს მიერ (მთავარი ორგანიზაცია კოსმეტიკურ ინდუსტრიაში). ამ სტანდარტის თანახმად ყველა ჩვენი წყლისგამძლე მზისგანდამცავი საშუალება იყო ტესტირებული წყლისგამძლეობაზე დამოუკიდებელ ორგანიზაციებში და წარმატებით გაიარა ტესტი. აღნიშნული პროდუქტის წასმის შემდეგ  ექსპერემენტში მონაწილე პირები იღებენ აბაზანას 2 ჯერ 20 წუთის სიხანგრძლივით (წყლისგამძლეობაზე) ან 4 ჯერ 20 წუთის სიხანგრძლივით (წყლის ექსტაგამძლეობაზე), ამის მერე კანზე უნდა დარჩეს საშუალების არანაკლებ 50%. მაგრამ წყლისგამძლეობა არ ნიშნავს იმას, რომ მზისგან დაცვის პირველადი დონე შეიძლება შენარჩუნდეს განუსაზღვრელი ვადით.

7. შესაძლებელია თუ არა შარშანდელი მზისგანდამცავი საშუალების გამოყენება, თუ ამ შემთხვევაში დაცვა ნაკლებად ეფექტური იქნება? 
ჩვენ ვაძლევთ საქონლის ხარისხის გარანტიას მისი გახსნიდან 12 თვის განმავლობაში. თუ პროდუქტი ინახებოდა ნორმალურ პირობებში ოთახის ტემპერატურაზე, და არ შეცვალა კონსისტენცია და სუნი, თქვენ თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ის მომავალ წელსაც.
შენახვის ვადა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ფიზიკური არასტაბილურობა (სითხის აშრევება), პრუდუქტის სუნის ან ფერის შეცვლა. გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ მზისგან დაცვის დონე დროთაგანმავლობაში მცირდება და მხოლოდ ახალ პროდუქტს შეუძლია უზრუნველყოს სრული დაცვა, არასწორია. 

8. შეიძლება თუ არა მზისგანდამცავი საშუალებების NIVEA-ს ტანის და სახის მოვლის სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენება?  
ეს შესაძლებელია, თუ თქვენ ჯერ NIVEA -ს მზისგანდაცვის სასუალებას წაისმევთ, დაიცდით 15-დან 30 წუთამდე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენებთ NIVEA -ს ტანის და სახის მოვლის საშუალებას. ამ შემთხვევაში მზისგანდამცავი საშუალების უი -A და უი-B ფილტრების თვისებები არ შემცირდება.  

9. რა იწვევს ალერგიულ რაქციას მზეზე?
მზის ალერგიის მიზეზი არის ოქსიდატიური სტრესი, გამოწვეული უი-გამოსხივების მოქმედების ქვეშ კანის უჯრედებში თავისუფალი რადიკალების წარმოშობით.  აქედან გამომდინარე იმუნური სისტემა ძალიან მწვავედ რეაგირებს, იწვევს ანთებით პროცესებს და მარავლ ალერგიულ სიმფტომს.  ძირითადად ეს მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს მოზდით, ისინი კი მოსახლეობის დაახლოვებით 20% შეადგენენ. ეს არ არის საშიში, მაგრამ ძალიან უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. მზის ალერგიის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ჩვენ სწორად დავაბალანსებთ უი-A და უი-B ფილტრების დამცავ სისტემას, განსაკუთრებით უი-A  გამოსხივებისგან დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფით. ისეთი აქტიური ნივთიერებები, როგორიცაა ვიტამინი E, იცავენ კანის უჯრედებს, შეუძლიათ ასევე გააძლიერონ კანის დაცვა მზის მოქმედებისგან. იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო კომბინაცია დაცვის სხვადასხვა დონით, ჩვენ გთავაზობთ მზისგანდამცავი ლოსიონების და სპრეების ფართო ხაზს.

10. როგორ მოვიშოროთ ყვითელი ლაქები ტანსაცმელზე, რომლების რჩებიან მზისგანდამცავი კრემის გამოყენების შემდეგ?
საშულებები, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა უი-ფილტრებს  იცავენ კანს უი-A და უი-B გამოსხივებისაგან. უი-A ფილტრები, როგორც წესი, ტანსაცმელზე ყვითელ ლაქებს ტოვებენ. ლაქები ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ტანსაცმელი იყო კანთან კონტაქტში იქამდე, სანამ საშუალება სრულად შეიწოვა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ტანსაცმლის გარეცხვა ტემპერატურაზე 30°C სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე, ხოლო შემდეგ - რეცხვის ნორმალურ რეჟიმში თხევადი სარეცხი საშუალების გამოყენებით ასევე 30°C  ტმპერატურაზე. თუ ლაქები ჩამჯდარია და რეცხვა არ შველის, რეკომენდებულია ტანსაცმლის 1 საათით ჩალბოვა  ლიმონის მჟავის ხსნარში ( 50გ ლიმონის მჟავა 1 ლ წყალზე).   ფრთხილად იყავით დელიკატური და ფერადი ქსოვილების, აგრეთვე პერლამუტრის ღილების მქონე ტანსაცმლის მიმართებაში, რადგან შესაძლებელია მათი დაზიანება მჟავის ხსნარის მოქმედების დროს. პროდუქტის გამოყენებამდე, გთხოვთ, ჩაატარეთ ტესტი მის შეუმჩნეველ ნაწილშზე.  ალტერნატიულად შესაძლებელია ეცადოთ ჩამჯდარი ლაქების მოშორება ქსოვილის ჟანგის მოცილების სამრეწველო ლაქების ამომყვანი საშუალებით გარეცხვით, პროდუქტის ინსტრუქციის დაცვით.   შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი თხევადი სარეცხი საშუალების გამოყენებით 30°C  ტმპერატურაზე. სხვა სიტყვებით, მოერიდეთ გამათეთრებლების და აქტიური ჟანგბადის შემცველი საშუალებების, სარეცხი ფხვნილების გამოყენებას და მაღალ ტემპერატურაზე რეცხვას.  ყურადღება: გაითვალისწინეთ ის, რომ ლიმონის მჟავა არის გარკვეულ წილად საშიში კანთან კონტაქტის დროს (გამაღიზიანებელი, სენსიბილიზატორი), თვალში მოხვედრის შემთხვევაში (გამაღიზიანებელი), გადაყლაპვის ან შესუნთქვის დროს (გამაღიზიანებელი), მისმა კანზე მოხვედრამ შესაძლებელია გამოიწვიოს ანთება ან დაბებრება.  ქსოვილის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია კონტაქტის ხანგრძლივობაზე. ამ მიზეზით, ჩვენ დაჟინებით გირჩევთ ლიმონის მჟავასთან მუშაობის დროს გამოიყენოთ დამცავი ხელთათმანები და არ შეისუნთქოთ ლიმონის მჟავის მტვერი.  

11. რატომ მზისგანდამცავი საშუალებების გამოყენების დროს კანი არ ირუჯება ისე ძლიერად, როგორ მის გარეშე? 
ბევრი ფიქრობს, რომ საშუალებები, მაღალი მზისგანდამცავი ფაქტორით (SPF), ანელებენ გარუჯვის პროცესს, და ამიტომ იყენებენ პროდუქტებს უფრო დაბალი SPF-ით. მაგრამ მაღალი SPF - დაცვის მქონე საშუალებები არ უშლიან ხელს გარუჯვას. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უფრო მეტ ხანს გაგრძელდება, მაგრამ თქვენი კანისთვის უფრო უსაფრთხო იქნება.   საშუალებები, მაღალი მზისგანდამცავი ფაქტორით უი-გამოსვივების ზემოქმედებისგან დაცვით იცავენ კანს მზით დამწვრობისგან და ნაადრევი დაბარებისგან.

12. როგორია NIVEA-ს საშულებების შენახვის ვადა?   
NIVEA -ს ყველა საშუალების შენახვა შესაძლებელია 30 თვით მისი წარმოების თარიღიდან დახურულ მდგომარეობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტს აქვს განსაკუთრებული შენახვის ვადა. მაღალი ტემპერატურის და მზის სინათლის ზემოქმედება დროთაგანმავლობაში იწვევს პროდუქტის სტრუქტურის შეცვლას. ჩვენ გირჩევთ გადააგდოთ ნებისმიერი ძველი პროდუქტი, თუ მან თავისი კონსისტენცია, ფერი ან სუნი შეცვალა.

13. რა არის მზეზე ალერგიის მიზეზი?
მზის ალერგიის მიზეზი არის ოქსიდატიური სტრესი, გამოწვეული უი-გამოსხივების მოქმედების ქვეშ კანის უჯრედებში თავისუფალი რადიკალების წარმოშობით.  აქედან გამომდინარე იმუნური სისტემა ძალიან მწვავედ რეაგირებს, იწვევს ანთებით პროცესებს და მარავლ ალერგიულ სიმფტომს.  ძირითადად ეს მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს მოზდით, ისინი კი მოსახლეობის დაახლოვებით 20% შეადგენენ. ეს არ არის საშიში, მაგრამ ძალიან უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. მზის ალერგიის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ჩვენ სწორად დავაბალანსებთ უი-A და უი-B ფილტრების დამცავ სისტემას, განსაკუთრებით უი-A  გამოსხივებისგან დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფით. ისეთი აქტიური ნივთიერებები, როგორიცაა ვიტამინი E, იცავენ კანის უჯრედებს, შეუძლიათ ასევე გააძლიერონ კანის დაცვა მზის მოქმედებისგან. იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო კომბინაცია დაცვის სხვადასხვა დონით, ჩვენ გთავაზობთ მზისგანდამცავი ლოსიონების და სპრეების ფართო ხაზს.

გაქვთ კიდე კითხვები?

გთხოვთ, დაგვიკავშირდით საიტზე განთავსებული უკუკავშირის ფორმის მეშვეობით.

ჩვენი რეკომენდაციები