how-to-support-hair-growth-header

როგორ ავაჩქაროთ თმის ზრდა

გრძელი თმა უმოკლეს ვადაში

ჯანსაღი გრძელი თმა ყოველთვის ითვლებოდა ქალურობის განსახიერებად. მაგრამ თუ შენ დაგაწყვიტე თმის მოშვება, მაშინ მოთმინება გმართებს: თმის ზრდის საშუალო სისწრაფე თვეში დაახლოვებით ერთ სანტიმეტრს შეადგენს.

თმა – ჩემპიონები ზრდაში

გაუგონარი რეკორდი

hair growth
საინტერესო ფაქტი! ადამიანის თავზე დაახლოვებით 100 000 თმა იზრდება, ამათგან თითოელი დღეში დაახლოვებით 0,35 მმ იზრდება. ჯამში თმის ზრდის სიჩქარე თვეში 1000 მ. ეს ნამდვილად გასაოგნებელი მიღწევაა! 

თმის ზრდა: საინტერესო ფაქტები

თმა, როგორც ფრჩხილი, ძირითადად კერატინისგან შედგება. 
თავის კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე საშუალოდ 200 თმა იზრდება. 
მისი სისქე გენეტიკურად არის განპირობებული, საშუალოდ შეადგენს  0,04 -დან  0,12- მილიმეტრამდე 

თმის ზრდა რამოდენიმე ციკლისგან შედგება: 

  • 1 ეტაპი ორიდან ექვს წლამდე გრძელდება. ამ დროს ახალი ძირების ფორმირება ხდება, თმა მუდმივად იზრდება.  ამ ეტაპს თითოეული ადამიანის თავზე მუდმივად 90% თმა  გადის; 
  • 2 ეტაპი — გარდამავალი პერიოდი, 2-3 კვირა. ამ პერიოდში თმის ზრდა წყდება;
  • 3 ეტაპი – მოსვენების პერიოდია. დაახლოვებით 9 თვის მერე თმა ახლით იცვლება, რომელიც იმავე თმის ბოლქვიდან იზრდება. 

ამდაგვარად, თმის ზრდა - მუდმივი ციკლური პროცესია . მაგრამ მაზე სხვადასხვა ფაქტორებს აქვს გავლენა: სტრესი, ფსიქოლოგიური დატვირთვა, ჰორმონალური სეფერხება და ა.შ.  მაგრამ სწორი კვების და სათანადო მოვლის წყალობით შესაძლებელია თმის ზრდის აჩქარება, და უკვე ძალიან ახლო მომავალში შენ შეძლებ შენი გრძელი კულულებით დატკბობა. But do not worry:

სხვათაშორის, მითი იმის შესახებ, რომ თმა უფრო მალე იზრდება თუ მას მთავრის გარვეული ფაზის დროს შეიჭრი, დღემდე არ არის დამტკიცებული არც ერთი მეცნიერული ფაქტით.   

ჩვენი რეკომენდაციები გრძელი თმის გაზრდის შესახებ

რჩევები თმის მოვლის და ზრდის აჩქარების შესახებ

თავდაპირველად, თმა ძალიან ფრთხილად უნდა დავარცხნოთ. რაც უფრო ნაკლები თმა დარჩება სავარცხელზე, მით უკეთესი. 

რჩევა: თუ გინდა გუდის ან ნაწნავის გაკეთება არასოდეს გამოიყენო იაფფასიანი რეზინი. ის  აზიანებს თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს ძირების გაყოფას.  უპირატესობა მიანიჭეთ სპირალურ რეზინებს, რომლებიც აკურატულად ეხვევიან შეკრულ თმას. ასეთი რეზინები , იმის გარდა, რომ არ აზიანებენ თმას, ასევე ძალიან პრაქტიკულნი არიან: ისინი თითქმის არ ტოვებენ კვალს თმაზე. ეს ხომ განსაკუთრებით აქტუალურია, რაგდან დღესდღეობით ძალიან მოდურია დღის განმავლობაში სხვადასხვა სტილების მონაცვლება.

რჩევა: ყოველდღე ახალ ახალი ვარცხნილობის გაკეთების შემთხვევაში თმა არ განიცდის დატვირთვას ერთ და იგივე ადგილად, და შესაბამისად ნაკლებად ტრავმირდება. 
რჩევა: რთული ვარცხნილობის შემდეგ დაასვენე თმა. შესაძლებელია მაგალითად მკვებავი ნიღაბის ან ცოტაოდენი ქოქოსის ცხიმის გამოყენება. ცხიმი უნდა შეიზილოთ თმის ბოლოებში. ასე თმა აუცილებელ სინოტივეს და ჯანსაღ მბზინვარებას მიიღებს.   

არ დაგავიწყდეთ: თმის მოვლის საშუალებები ყოველთვის უნდა შეესაბამებოდნენ მატ მოთხოვნილებას. იმისათვის რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, მაგალითად ლამაზ კულულებს, ნაკლებად ცხიმიან თმას ან მბზინვარე შეღებილ თმას აზრი აქვს შამპუნის და კონდიციონერის გამოყენებას ერთი სერიიდან და ერთი ხაზიდან. 

ხელს უწყობს თუ არა თმის ბოლოების შეჭრა თმის სწრაფ ზრდას?

cutting the tips
კიდევ ერთ გავრცელებული მითს - იმის შესახებ, რომ ბოლოების რეგულარული შეჭრა ხელს უწყობს თმის ზრდას, სამწუხაროდ არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია. ამის მიუხედავად, პარიკმახერები გირჩევენ ვარცხნილობის ყოველ 4-6 კვირაში ერთხელ განახლებას. ეს ხელს უწყობს თხელი თმის გამოცოცხლებას.