Acne Header

მუწუკების საწინააღმდეგო საშუალება: რბილი ძალა

რჩევები პრობლემური და ცხიმიანი კანისთვის

კანის მდგომარეობა ნამდვილ პრობლემად იქცევა მაშინ, როდესაც მასზე ცხიმიანი სიპრიალე და მუწუკები ჩნდება. ხოლო თუ მუწუკები კონტროლის ქვეშიდან გამოდიან, მაშინ მათ შეუძიათ უამრავი უსიამოვნების მიყენება. საბედნიეროდ, ყველა ეს პრობლემა წარსულში დარჩა. ახლა თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ სახის უმწიკლო ფერი, თუნდაც შენ ცხიმიანი კანი გაქვს!

რა უნდა ვიცოდეთ ცხიმიანი კანის შესახებ

ცხიმიან კანს მისთვის საჭიროზე მეტი კანის ცხიმის გამომუშავების ტენდენცია გააჩნია. ეს შეიძლება მთელი რიგი მიზეზების გამო მოხდეს: გენეტიკური მიდრეკილება, სტრესი, ჰორმონალური დარღვევა, ცხოვრების არაჯანსაღი წესი - ყველაფერი ეს ასტიმულირებს ქონის ჯირკვლების აქტივობას და იწვევს კანის გაჭუჭყებას

მიზეზი და შედეგი - საიდან ჩნდება მუწუკი

ქონის ჯირკვლები დერმაში არიან განლაგებული და თმის ფოლიკულებთან  პირდაპირ კავშირში ანიან.  თუ ქონის ჯირკვალი ძალიან ბევრ ქონს გამოყობს, ხდება თმის ფოლიკულის დაცობა –  და კანზე ჩნდება შესამჩნევი მუწუკები. ზედმეტი კანის ცხიმი არღვევს კანის მჟავა მანტიის  ბუნებრივ ბარიერს. ფორებში შეიძლება მოხდეს ბაქტერიების შეღწევა და კანის ანთება.
 

How to look after acne

ყველა ეს სიმფტომი მიუთითებს ცხიმიანი კანის არსებობაზე

  • ცხიმიანი სიპრიალე: კანის ცხიმი შესამჩნევია, ის კანზე ცხიმოვან აპკს ჰგავს 
  • გაფართოებული ფორები: თუ კანი ძალიან ბევრ კანის ცხიმს გამოყოფს, მაშინ ფორების კედლები ყოველთვის გაფართოებულია. 
  • კანის მოყვითალო ფერი: ცხიმიან კანთან სისხლის მოდენა დარღვეულია, ამის გამო სახის ფერი ხშირად არაჯანსაღია. 
  •  მუწუკები Т-ზონაში: კანი შუბლზე, ცხვირზე და ნიკაპზე ყველაზე მეტად განიცდის გაჭუჭყიანებას. 

როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს

ცხიმიანი კანი ძალიან ბევრ ყურადღებას ითხოვს და მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მისმა მფლობელებმა უნდა მუდმივად გააკონტროლონ კანის ცხიმის გამომუშავება, მაგ შემთხვევაში მასზე არ გაჩნდება დასანანი მუწუკი და შავი წერტილები. ცხიმიანი კანის მფლობელებმა შეიძლება მიაღწიონ კანის თანარ ფერს ჩვენს მიერ რეკომენდებული მოვლის პროცედურების დახმარებით.

კანის ფორების ღრმა წმენდა

ცხიმიანი კანისთვის საგულდაგულო გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია. არ გამოიყენოთ ამისთვის საპონი: საპონი ზედმეტად აშრობს სახის კანს და ასტიმულირებს კანის ცხიმის გამომუშავებას. დაბანის სკრაბი NIVEA’s განმაახლებელი დასაბანი გელი ნორმალური კანისთვის მაგნოლიას ექსტრაქტით აქტიურად წმენდს კანს და ეხმარება ცხიმიან სიპრიალესთან ბრძოლაში და ხსნის ფორებს. ეს დაგეხმარებათ ეფექტურად ებრძოლოდ ბაქტერიებს, ხოლო კანი საგრძნობლად უკეთ გამოიყურება. გაწმენდის ეტაპის შემდეგ გაანებივრე კანი ტონიკით.  ტონიკს, სპირტის უმნიშვნელო მოცულობით, გააჩნია მადეზინფიცირებელი ეფექტი, ისინი კარგად უხდებიან ცხიმიან კანს.  მიაქციეთ ყურადღება თქვენს T-ზონას: NIVEA-ს რბილი გამწმენდი ზოლები“ ებრძვიან კანის არასრულყოფილებებს და აცილებენ შავ წერტილებს. მუწუკების და ჭუჭყის ეფექტური მოცილებისათვის გირჩევთ მოვლის საშუალებების გამოყენებას, მაგალითად, NIVEA -ს პრობლემური კანისათვის სასუალებების, რადგან ისინი ერთმანეთს ავსებენ. 
 

მიეცი შენს კანს ნება იბზინოს!

ცხიმიანი კანის მფლობელებმა უნდა გამოიყენონ დამანოტივებელი კრემი, რადგან ცხიმიანი კანს სჭირდება, რადგან ცხიმიანი კანს სიცივსგან, სიცხისგან და გარემოს სხვა ზემოქმედებებისგან  დაცვა სჭირდება. ამ მიზნისათვის საჭიროა გამოიყენოთ მსუბუქი გელები და სითხეები.  შეარჩიე დამანოტივებელი სასუალებები ანტიბაქტერიული და დამაწყნარებელი კომპონენტებით. 
 

მუწუკებთან ბრძოლის მეთოდები

რჩევები სუფთა კანისთვის: როგორ გავუსწროთ მუწუკებს ისე, რომ ისინი ვერ მოასწრონ გაჩენა!

  • მოერიდეთ გამაღიზიანებელ გარე ზემოქმედებეს: მოერიდეთ სიცხეს, ნუ დაიზელთ ზედმეტად კანს, აგრესიულ გჰამწმენდ პროცედურებს: ყველასთან ერთად ცხიმიანი კანი ძალიან მგრძნობიარეა. 
  • შეკარი ზედმეტი ცხიმი: მატირებული პუდრი და უზეთო ტონალური ფუძეები შეიწოვებენ სახის კანის ზედმეტ ცხიმს.  ტუ შენ შეამცნიე, რომ სახე ძალიან პრიალებს, შეიძლება უბრალოდ დააშროთ ხელსახოცით გაჭუჭყიანებული ზონები. 
  • მუწუკების საჭინაარმდეგო სკრაბები და ნიღბები:  კვირაში 2-3 ჯერ მოიშორეთ მკვდარი უჯრედები და ჭუჭყი სახიდან რბილი სკრაბის გამოყენებით, შემდეგ კი გააგრილეთ სახე ტონიკით ან დაანოტივე ნიღბის დახმარებით. 
  • იარე კოსმეტიკურ სალნებში: ჩაატარე სახის რეგულარული გაწმენდა  პროფესიონალ კოსმეტოლოგთან . ეს დიდხნით გააუმჯობესებს შენი კანის შეასახედაობას. 
  • გადახედე კვებას და ჩვევბს:  ცხოვრების არაჯანსაღი წესი, მაგალითად მოწევა ან სტრესი, შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს კანის მდგომარეობაზე. მიაქციე ყურადღება იმას თუ რას ჭამ, და ბევრი სითხე დალიე. 
  • შენი სახე ნამდვილად ძნელად ექვემდებარება გაწმენდას და გაქვს აკნესადმი მიდრეკილება?  

ბუნებრივი და სახლში დამზადებული საშუალებები

მუწუკების და სახის ჭუჭყის წინააღმდეგ აგრეთვე კარგად შველიან სამკურნალო ბალახები.  მაგალითად, გულყვითელას ფურცლები შეიცავენ ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებს. გაამზადე გულყვითელას ფურცლების ნაყენი. აღნიშნული ნაყენის კომპრესები და სველსაფენები  გააჩერეთ სახეზე რამოდენიმე წუტი. ადვილი და სწრაფი ორთქლის აბაზანა დაგეხმარება მუწუკების და შავი წერტილების მოცილებაში. დაამატეთ გვირილის ესენციის რამოდენიმე წვეთი ცხელ წყალში, დააფარე თავი პირსახოცით და გააჩერე თავი ორთქლზე ხუთის წუთის განმავლობაში. ცხელი ორთქლი გახსნის ფორებს. ამდაგვარად მომზადებული კანი უფრო კარგად შეიწოვებს გამწმენდ ნიღაბს.  
 

face care

product-stage-bg

დღის ლამაზი მოვლა - ეს არ არის მითი

ჩვენი რეკომენდაციები