კანის მოვლის ისტორია

გაეცანით NIVEA-ს კანის მოვლის წარმატების ისტორიას

ზოგიერთი პროდუქტი მოდის და მიდის, ხოლო სხვები ხდებიან თაობებისთვის საყვარელი. გაეცანით კანის მოვლის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და გაიგეთ როგორ გახდა კრემი NIVEA დაცვისა და მოვლის სინონიმი.

გაეცანით კანის მოვლის ისტორიას

რამდენად შეიცვალა კანის მოვლის ტრადიცია დროის განმავლობაში? აღმოაჩინე კანის მოვლის საწყისები და როგორ ჩამოყალიბდა იგი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

გამოიკვლიე კანის მოვლის მეთოდები

ქალები უვლიდნენ საკუთარ კანს საუკუნეების მანძილზე. თუმცა კანის მოვლის მეთოდები ძალიან შეიცვალა წლების გნმავლობაში და ასევე სხვადსხვაა განხვავებულ კონტინენტებზე. მე-20 საუკუნე არის ოქროს ხანა კანის მოვლის პროდუქციისთვის - ხანა როდესაც ისინი ხელმისაწვდომი გახდნენ ყველასთვის, არა მარტო მდიდრებისთვის. როგორც დღეს, ადრეც მოდა კანის მოვლის პროდუქტებზე იცვლებოდა. მაგალითად 1920-იან წლებში მოდაში იყო პროდუქტები რომლებიც იძლეოდნენ ახალგაზრდულ შეხედულებას. 1960-იანი წლებში მოხდა მრავალსაფეხურიანი კანის მოვლის  დანერგვა - გამწმენდი, ტონიკი, დამატენიანებელი, რუტინა რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. 1990-იანებში კი შიმოიღეს ვიტამინები ფორმულებში, რათა შეემცირებინათ ასაკის მატების ნიშნები.
 

კანის მოვლა საუკუნეების მანძილზე

XVI და XVII საუკუნეებში, ნატურალური პროდუქტები გამოიყენებოდა კანის მოვლისა და კოსმეტიკისათვის. მაგალითად ბალახეულობა, ალკოჰოლი და მცენარეები გამოიყენებოდა რათა შეექმნათ ტონიკები, კრემები და მაზები კანის პრობლემების საწინააღმდეგოდ. ამ დროს კასტილის საპონი მხოლოდ მაღალი ფენისთვის იყო განკუთვნილი.

 

კანის მოვლა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში

ქალების ინტერესი კანის მოვლაზე მთელი მსოფლიოს ირგვლივ საუკუნეებს ითვლის. მაგალითად, ეგვიპტელები იყენებდნენ ბუნებრივ ზეთებს რათა შეექმნათ მათი საკუთარი ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები. რომში, სახის სკრაბი ნატურალური ინგერდიენტებით, როგორიცაა თესლები და თაფლი ძლიან პოპულარული იყო კანის მოსავლელად.

NIVEA-ს კანის მოვლის ისტორია

NIVEA – 100 წლის განმავლობაში, მრავალი ოჯახის ერთგული მეგობარია , მხარს უჭერს მათ სიწმინდით, სიმარტივით და ყურადღებით შერჩეული ინგრედიენტებით.

წრმოგიდგენთ NIVEA Creme

ყველამ კარგად იცის ლურჯი ქილა, თეთრი კრემი და განუმეორებელი სურნელი. ფაქტია, რომ ეს კრემი არის თაობებისთვის საყვარელი მისი დამატენიანებელი თვისებების და მართლაც რომ უნიკალური არომატის გამო, რომელიც არის დაცვის, მოვლის, ნდობის და ბედნიერების სინონიმი.

 

NIVEA-ს კანის მოვლის ისტორია

NIVEA-ს ისტორია იწყება 1890 წელს როდესაც ფარმაცევტმა დოქტორმა ტროპლოვიცმა შეიძინა დერმატოთერაპიული ლაბორატორია ჰამბურგში. სწორედ აქ ტროპლოვიცი მუშაობდა სამეცნიერო კონსულტანტთან და დერმატოლოგთან პროფესორ უნასთან, რათა შეექმნათ პირველი წყალი-ზეთში ემულსია. მათ აღმოაჩინეს ახალი მალამოსებრი საფუძველი და დაარქვეს მას Eucerit ®. ეს არის ცვილი რომელიც ცხვრის ბეწვში მოიპოვება და გამოდის ემულგატორის როლში. ამ მალამოთი, პირველად ზეთი და წყალი შეიძლება გაერთიანდეს, თოვლივით თეთრ კრემად. ადრე ემულსია რეაგირებდა ტემპერატურის ცვლილებაზე და იყოფოდა დამოკუდებელ წყლის და ზეთის ნაწილებად. შემდგარი კრემი, რომელიც შეიცავდა ლიპიდებს, ზეთებს და უნიკალურ სურნელს ჩაეშვა წარმოებაში 1911 წელს. ამით დაიწყო უპრეცედენტო ბრენდის ისტორია.
 

NIVEA-ს კრემის გავლენა

როდესაც NIVEA Creme პირველად გამოუშვეს ამან გამოიწვია მღელვარება - არა მარტო იმიტომ რომ ეს იყო ინოვაციური პროდუქტი, არამედ მისი შეფუთვის გამოც. სპეციალური მანქანის გმოყენება, რათა შეეფუთათ კრემი ალუმინის ქილაში იყო ისტორიული მომენტი, და გარდამტეხი წერტილი თანამედროვე კოსმეტიკის ინდუსტრიაში. გასაკვირი არაა რომ თოვლივით თეთრი კრემი მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა. ფორმულა გამოიყენებოდა როგორც ტანის ლოსიონი, სახის კრემი, ხელებისთვის, ასევე ბავშვის კანისთვის რადგან ის ძლიან ნაზი იყო. იქამდე სანამ NIVEA Creme გამოვიდოდა 1911 წელს, ერთადერთი ალტერნატივა იყო წყალი, საპონი და ფხვნილი. სამი წლის შემდეგ NIVEA-ს კრემი იყიდებოდა 34 ქვეყანაში. დღესც ის არის NIVEA-ს ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი, რომლის გამოშვების დღიდან, 15 მილიარდზე მეტი ქილა გაიყიდა.
 

იცოდით თუ არა რომ...?

  • არცერთი სხვა NIVEA-ს კრემია არაა უფრო უნივერსალური და მრავლფუნქციური ვიდრე NIVEA Creme.
  • NIVEA Creme გიცავთ ცივი ამინდის ზეგავლენისაგან კანზე დამცავი ფენის შექმნით.
  • NIVEA Creme შეეფერება ყველა ტიპის კანს. NIVEA Creme მოქმედებს როგორც ხელის კრემი, სახის მოვლის საშუალება და ტანის ლოსიონი.
  • NIVEA Creme - მეტია ვიდრე მხოლოდ კრემი - ის თქვენი კანის საუკეთესო მეგობარი და დამცველია.
     
background

დაიცავი და დაატენიანე კანი თავიდან ფეხის თითებამდე NIVEA-სთან ერთად