Skin Type Header

და შენ იცი თუ რომელია შენი კანის ტიპი?

ყველაფერი რაც უნდა იცოდე სახის კანის მოვლის შესაზებ

კომბინირებული ან მშრალი კანი? ნორმალური, პრობლემური ან ნაზი კანი? კანის თითოეულ ტიპს თავისი თავისებურებანი გააჩნია. აქ შენ ნახავ ყველა საწირო ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარება შენი კანის ტიპის განსაზღვრაში.

კანის მოვლა მის ტიპზეა დამოკიდებული

იმისათვის , რომ შეარჩიოთ კანის მოვლის საშუალება, რომელიც შენ მოგიხდება, აუცილებელია განსაზღვრო შენი კანის ტიპი. ზოგჯერ ამის გაკეთება ძალიან ძნელია, რადგან ყველას სხვადასხვა ნაირი კანი აქვს და დროთა განმავლობაში იც იცვლება. და მიუხედავად ამისა, განსაზღვრავენ 5 ძირითად კანის ტიპს. განსაზღვ რე შენი კანის ტიპი!

კანის ტიპი 1: კომბინირებული კანი

როგორც სახელწოდებიდან ჩანს, კომბინირებული კანი თავისში ორ ტიპს ითავსებს: რომალურს ან მშრალ კანსაც  და ცხიმიანობისადმი მიდრეკილ  პრობლემურ კანსაც კი. შუბლის, ცხვირის და ნიკაპი - ასე წოდებული  Т-ზონა — როგორც წესი, პრიალაა და გააჩნია მუწუკების გაჩენისადმი მიდრეკილება.  ხოლო კანი ლოყებზე, პირიქით, ნორმალურია და მშრალიც კი. ასეტი კანის ტიპის მოვლისათვის საჭიროა შევარჩიოთ საშუალებები, რომლებიკც სპეციალურად შემუშავებულია კომბინირებული კანისათვის და რომლებიც აღდგენენ მის წყლის ბუნებრივ ბალანსს. 
კომბინირებული კანის ნიშნები: 
  • ცხიმიანი სიპრიალე 
  • მიდრეკილება პრობლემებისადმი T-ზონაში 
  • უფრო მშრალი კანი ლოყების ზონაში 

T-ზონას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება

T-Zone

რეკომენდაციები კომბინირებული კანის მოვლის თაობაზე

  • საგულდაგულოდ გაწმინდეთ კანი კანის მოვლის საშუალებების წასმის წინ. 
  • დაბანისათვის გამოიყენეთ თბილი წყალი  (არც ცხელი და არც ცივი).
  • რეგულარულად გამოიყენეთ დამანოტივებელი საშუალებები (ბარდის მარცვლის ხელა მცირე რაოდენობა სავსებით საკმარისია).
  •  გამოიყენეთ სპეციალურად კომბინირებული კანისათვის შემუშავებული საშუალებები. 

კანის ტიპი 2: მშრალი კანი

შენი კანი უთანაბროა და იქერცლება? მშრალ კანს აქვს დარღვეული წყლის და ლიპიდური ბალანსი, ანუ ცხიმოვანი ბალანსი. ასეთი კანი განსხვავდება დაბალი ელასტიურობით, დაჭიმულობის და ქავილის შეგრძნებით. ის ადვილად ღიზიანდება გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაიცვათ წყლის ბალანსი და თქვენი კანის დამცავი თვისებები სპეციალურად მშრალი კანისათვის შემუშავებული კრემების მეშვეობით. 
მშრალი კანის ნიშნები: 
  • დაჭიმულობა, ქავილი 
  •  სიმშრალე და აქერცვლა 
  • კანი ადვილად რეაგირებს გარე ფაქტორების, მაგალითად ტემპერატურის  ზემოქმედებაზე

რეკომენდაციები მშრალი კანის მოვლის თაობაზე

რეკომენდაციები მშრალი კანის მოვლის თაობაზე

რეკომენდაციები მშრალი კანის მოვლის თაობაზე

  • სწორი კვება თქვენს კანს დაეხმარება გამოიყურებოდეს ჯანსაღად.  ყოველდღე დალიე 2 ლიტრი სუფთა არაგაზირებული წყალი. 
  • დღის კრემი მზისგან დამცავი ფაქტორით დაიცავს თქვენს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. 
  • შრატი გახდება შესანიშნავი დანამატი გამოყენებულ დამანოტივებელ კრემებთან  
  • კანის მოვლის საშუალებები ნატურალური ზეთებით მოხსნიან სიმშრალის და დაჭიმულობის შეგრძნებას. 

კანის ტიპი 3: ნორმალური კანი

თუ სარკეში შენ ხედავ მკვრივ გლუვ კანს ვიწრო ფორებით და ჯანსაღი შესახედაობით, მაშინ შენ - კანის ნორმალური ტიპის მქონე ქალბატონი ხარ.  როგორც წესი, შენი კანი არ იწვევს არავითარ პრობლემებს, მაშინაც კი როდესაც შენ ვერ ახერხებ სათანადოთ იზრუნო მასზე.  მაგრამ ნორმალური კანსაც კი დანოტივება და დაცვა სჭირდება, იმისათვის რომ ჯანსაღი შესახედაობა შეინარჩუნოს. შეადგინე კანის მოვლის შენი ინდივიდუალური გეგმა! 


ნორმალური კანის ნიშნები: 


  • გლუვი, ვიწრო ფორებით, დეფექტების გარეშე 
  • ჯანსაღი ფერი 
  • კარგი სისხლის მიმოქცევა, ელასტიურობა 

შენს კანს რეგულარული მოვლა სჭირდება

Normal Skin

რეკომენდაციები ნორმალური კანის მოვლის თაობაზე

  • იმისათვის, რომ შენი კანი ახალგაზრდა დარჩეს, რეგულარულად გამოიყენე დრის და ღამის მოვლის საშუალებები. 
  • სახის რბილი პილინგი მოაცილებს ჭუჭყს და ნკვდარ უჯრედებს. 
  • წაისვით კრემი სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობებით, ეს ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. 
  • თვალის გარშემო კანის მოვლა: მოვლილი თვალები სახეს მბზინვარე შესახედაობას აძლევენ.   
     

როგორ მოვუარო ჩემს კანს? ყველაფერი მის ტიპზეა დამიკიდებული!

კანის თითოეულ ტიპს თავისი მოდგომაა საჭირო. ზოგიერთ კანის ტიპს გაძლიერებული ყურადღება და განსაკუთრებული მოვლაა საჭირო. მაგალითად პრობლემურ და მგრძნობიარე კანს.

კანის ტიპი 5 : მგრძნობიარე კანი

მგრძნობიარე კანი სხვა ტიპეპზე მეტად  განიცდის გარე ფაქტორების, ისეთების როგორებიცაა სტრესები, ოთახის გამათბობლების მშრალი ჰაერის ან ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას. თუ კანის ბუნებრივი ბალანსი დარღვეულია, მაშინ ჩნდება დაჭიმულობის, ქავილის, სიმშრალის შეგრძნება და სიწითლე. ამიტომ განსაკუთრებით მშრალი კანისთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებული, სპეციალურად შემუშავებული საშუალებების გამოყენება, რომლებიც აწყნარებენ კანს და აზლიერებენ მის დამცავ ბარიერს, ხდიან მას უფრო გამძლეს გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედების მიმართ. 

მგრძნობიარე კანის ნიშნები: 
  • ადვილად რეაგირებს გარე ფაქტორების ზემოქმედებაზე 
  • დაწიმულობის და ქავილის შეგრძნება 
  • ხშირი გაწითლება 

მგრზნობიარე კანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასვენება!

მაკიაჟის ჩამობანა

რეკომენდაციები მგრძნობიარე კანის მოვლის თაობაზე

  • შეარჩიე კრემები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვას. 
  • ნუ ისრესავ კანს! დაბანის შემდეგ ოდნავ გააშრე სახის კანი პირსახოცის რბილი შეხებით.   
  • შეარჩიე საშუალებები არომატიზატორების გარეშე, რადგან მათ შეუძლიათ გააღიზიანონ კანი. 
  • ადევნე თვალყური კვებას: მწარე სანელებლები  არც ისე სასარგებლო შენი კანისთვის. 

კანის ტიპი 4: პრობლემური კანი

პრობლემურ კანში გაძლიერებულად გამომუშავდება კანის ცხიმი.  ამის მიზეზად შეიძლება გახდეს გინეტიკური მიდრეკილება, სტრესი და ჰორმონალური ცვლილებები. ამის შედეგად ჩნდებიან შავი წერტილები და მუწუკები. კანის ბუნევრივი ბალანსის აღდგენაში დაგვეხმარება  ანტიბაქტერიული კომპონტების შემცველი სპეციალური საშუალებები გაწმენდის და მოვლისათვის.  
პრობლემური კანის ნიშნები: 
  • გაფართოებული ფორები 
  • ცხიმიანი სიპრიალე 
  • გამონაყარისადმი მიდრეკილება 

რბილი ზრუნვა რთულ დროს

მაკიაჟის სწორი ჩამობანა

რეკომენდაციები პრობლემური კანის მოვლის თაობაზე

  • საღამოს აუცილებლად უნდა მოაცილოთ მაკიაჟი, რადგან თუ მას ღამე დატოვებთ, მოხდება ფორების დაცობა.  
  • კვირაში ერთხელ თქვენის კანისთვის გამოიყენეთ რბილი სკრაბი ან დაიტანეთ სახის ნიღაბი. 
  • შორს ხელები! არ ეცადო შავი წერტილების და მუწუკების გამორწყვა!
  • მატირების დღის კრემი დაგეხმარებათ სახის უსიამოვნო პრიალის მოშორებაში. 

შეინარჩუნე შენი კანის ახალგაზრდობა!

ასაკთან ერთად კანის მოთხოვნილებებიც იცვლება. დაბარების პროცესზე მოქმედებს უამრავი გარე და შიდა ფაქტორი, და არა უკანასკნელ რიგში დაბერების სიჩქარე დამოკიდებულია კანის უჯრედების აქტივობაზე. მაგრამ სწორად შერჩეული მოვლით შესაძლებელია თქვენი კანის ახალგაზრდობის დიდი ხნით შენარჩუნება.

კანის ტიპი 6: მოწიფული კანი

ასაკთან ერთად ჩვენს კანში მთელი რიგი  სხვადასხვა პროცესები გადის, რომლებიც ცვლიან მის გარეგნულ სახეს, სტრუქტურას და თვისებებს.  მცირდება უჯრედების აქტივობა, ნელდება რეგენერაციის პროცესი, მცირდება კოლაგენის გამომუშავების დონე, ჩნდება დაზიანებები იულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად. მოწიფული კანი კარგავს სინოტივეს და ელასტიურობას. ნაოჭების და პიგმენტური ლაქების რაოდენობის და გამოკვეთილობის შემცირებაში დაგვეხმარება მოწიფული სახის კანის მოვლის ინოვაციური სასუალებები.  

მოწიფული კანის ნიშნები: 
  • ნაკლებად ელასტიური კანი 
  • განიცდის სინოტივის უკმარისობას 
  • შესამჩნევი ხდებიან ნაოჭები და პიგმენტური ლაქები 

მოწიფილ კანს დახმარება სჭირდება!

მოწიფული კანი

რეკომენდაციები მოწიფული კანის მოვლის თაობაზე

  • ყოველთვის გამოიყენე მზისგან დამცავი საშუალებები, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. 
  • მიმიკური ნაოჭები თვალის გარშემო - კანის დაბერების პირველი ნიშანია. იმისათვის რომ გადაავადო მათი გაჩენა გამოიყენე სპეციალური საშუალებები თვალის გარშემო კანის მოვლისათვის. 
  • კანის კვებას უზრუნველყოფენ დამანოტივებელი ნიღბები მაღალხარისხიანი ზეთებით. 
  • შეარჩიე კრემები, რომლებიც ხელს უწყობენ კანის რეგენერაციას უჯრედისეულ დონეზე. 
 

ჩვენი რეკომენდაციები