Sunburn Header

მზის დამწვრობა? რა დაგეხმარებათ იმწუთიერად

მზის დამწვრობისას, მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ სწრაფად

საუკეთესო რჩევა რაც მზის დამწვრობას ეხება? თავიდან აიცილეთ იგი! თუმცა, თუ თქვენ დაგავიწყდათ რომ წაგესვათ დამცავი საშუალება, მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ მაშინვე. იპოვე რჩევები აქ.

სხეულის რომელი ნაწილები არიან ყველაზე დაუცველი

სამწუხაროდ, მზის დამწვრობა სხეულის ყველა ნაწილზე შეგიძლიათ მიიღოთ, მაგრამ მაინც არის რამოდენიმე არეა რომელიც ყველაზე უფრო დაუცველია ულტრაიისფერი სხივებისგან. ეს დამოკიდებულია მათ განლაგებაზე და კანის სენსიტიურობაზე

'მზის ხაფანგი'' - სხეულის ნაწილები რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დაცვა

სხეულის ე.წ. ''მზის ხაფანგი'' მოიცავს სახეს, გნსაკუთრებით ცხვირს, ტუჩებს, თვალის არეას, შუბლს და ლოყებს. სახის კანი ყოველდღიურად ექცევა მზის სხივების ქვეშ დაუცველად. ამსთანავე იგი შედარებით უფრო თხელია და შესაბამისად უფრო მგრძნობიარე. აქედან გამომდინარე ის მოითხოვს განსაკუთრებულ დაცვას. აუცილებლად გამოიყენე მზისგან დამცავი კრემი რომელიც შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის და ყოველდღიური გამოყენებისათვის, გამოიყენე დღის კრემი მზისგან დამცავი ფაქტორით. არეას რომელიც ადვილად იწვება მზეზე განეკუთვნება მკერდის ზედა ნაწილი, ყელი, ფეხის ზედაპირი, მხრები, ყურები და თავის ქალის კანი. მზისგან დამცავი კრემების და ლოსიონების გარდა რომელსაც მზისგან დამცავი მაღალი ფაქტორი აქვთ, შენი ტანისამოსი არის სუკეთესო საშუალება დაიცვა თავი საშიში ულტრაიისფერი რადიაციისგან.   იპოვე ყველაფერი მზისგან დაცვის შესახებ აქ. 

არ დაგავიწყდეს დაიფარო თავზე

sun hat

როდესაც მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ხართ, მნიშვნელოვანია რომ დაიფაროთ თავზე. გასაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ბავშვებისთვის

რჩევები მზის დამწვრობის შემთხვევის დროს

რუჯის შემდეგ

Against sunburn

ახალი NIVEA SUN შხაპისთვის მზის შემდეგი ლოსიონი ამშვიდებს და ანახლებს კანს რუჯის შემდეგ-და შენ შეგიძლია ის შხაპის დროსაც კი გამოიყენო

დიდი რაოდენობით მზე - გადაუდებელი პირველადი დახმრება

თუ დიდი ხნის განმავლობაში იყავი მზეზე, მნიშვნელოვანია რომ გაგრილდე, დალიო ბევრი სითხე, და რა თქმა უნდა შეხვიდე ჩრდილში. რუჯის მიღება იწვევს სხეულიდან დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვას. ეს დანაკარგი უნდა აღდგეს რაც შეიძლება სწრაფად. ასე რომ დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი. როგორც კი შემაჩნევთ რომ ზედმეტად იყავით მზეზე, მაშინვე მოერდეთ მას, მიიღეთ გრილი შხაპი და ცოტა ხნით დისვენეთ. კარგი იქნება თუ კანის სიწითლეს დავამშვიდებთ NIVEA-ს რუჯის შემდეგი პროდუქციით. ცხიმიანი კრემების ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ დამატენიანებელი მზის შემდეგ გამოსაყენებლი ლოსიონი რომელიც ადვილი დასატანია და დაამშვიდებს კანს. შენიშვნა: თუ თქვენ გაქვთ მწვავე მზის დამწვრობა,  წყლულები, თავბრუსხვევა ან\და ტკივილი, მიმართეთ ექიმს! 

როგორ დავაჩქაროთ კანის აღდგენა

მზის დამწვრობა როგორც წესი პირველი ხარისხის დამწვრობაა, ძალიან იშვიათად აღინიშნება მეორე ხარისხის დამწვრობის ნიშნები. მიუხედავად იმისა ძლიერი დამწვრობაა თუ არა: ბავშვობაში მზის დამწვრობის რაოდენობა ახლო კავშირშია ზრდასრულობისას კანის კიბოსთან. გამომდინარე აქედან მზის დამწვრობა თავიდან უნდა იქნეს აცილებული. დაეხმარე შენს კანს აღდგენაში რუჯის შემდგომ გამოსაყენებელი პროდუქციით. დამატენიანებელი პროდუქტები შეიცავენ ისეთ ნატურალურ ინგრედიენტებს როგორიცაა ალოე ვერა, დაიმშვიდე კანი და დაეხმარე აღდგენაში. მოერიდე მზეს  სანამ კანის სიწითლე და შესაბამისად მზის დამწვრობა გაქრება. 

პირველადი დახმარება ბუნებისაგან

ეფექტური გაგრილებისთვის და ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ ცივი კომპრესები სელის ან ბამბის ნაჭრისაგან, დასველებული წყალში. მათ აქვთ გამაგრილებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. კომპრესები დასველებული მცენარეულ ზეთში ან მწვანე ჩაიში ასევე აგრლიებს მზის დამწვრობას: დაამატეთ რამოდენიმე წვეთი მარიგოლის ყვავილის ან გვირილის ესენცია ცივ კომპრესს. მნიშვნელოვანია რომ გააგრილოთ მზისგან დამწვარი კანი ერთი-ორი სათით მაინც და დაიცვათ მზისგან მომდევნო დღეს. მზის დამწვრობის საბოლოოდ მოშუშებას შეიძლება ერთი კვირა დასჭირდეს. 

გვირილის დამამშვიდებელი ესენცია

Camomile

ცივ კომპრესს გვირილის ესენციით შეუძლია დაამშვიდოს კანი და დაზარალებული არეა.