ახალგაზრდობის ენერგია

ახალგაზრდობის ენერგია

არაფერი უნდა უთითებდეს თქვენს ასაკს

ავსებს ენერგიით!

კანს თავისი ინტერესები აქვს, რომლებიც იცვლება ასაკის მატებასთან ერთად: 35 წლის ასაკში კანს სჭირდება დატენიანება, 45 — ლიფტინგი, 55 — ღრმა კვება. NIVEA-მ შექმნა სხვადასხვა ასაკისთვის კრემები ინგრედიენტების გამამხნევებელი კოქტეილით, რომელიც უზრუნველყოფს კანის ახალგაზრდობას და ავსებს ენერგიით.
ელასტიურობა 35+ ასაკისთვის

კრემ-ენერგია ელასტიური კანისთვის

ჩვენი ამოცანა: მიმიკური ნაოჭების გასწორება, ამ მიზნით ჩვენ ხელს ვუწყობთ კანის რეგენერაციის პროცესის დაწყებას და ვაძლიერებთ კანის ელასტიურობას.

ვიტამინების და ბუნებრივი ზეთების ენერგეტიკული კოქტეილი:

  • ყურძნის წიპწის ზეთი ღრმად ატენიანებს კანს, ხდის მას გლუვს და მკვრივს.
  • მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი E ვიტამინი ასტიმულირებს კანის აღდგენის ბუნებრივ მექანიზმებს.
  • UV-ფილტრი, რომელიც დღის კრემის ერთ-ერთი კომპონენტია, უზრუნველყოფს ულტრაიისფერი სხივების კანზე მავნებელი ზემოქმედების შეწყვეტას.
  • ძილის დროს ღამის კრემის ინგრედიენტი პანთენოლი ხელს უწყობს კანის აღდგენის პროცესის დაწყებას.

სიმკვრივე 45+ ასაკისთვის

კრემ-ენერგია კანის სიმკვრივის გასაუმჯობესებლად

საჭიროა კანის გაჯერება: უნდა ვუზრუნველვყოთ უჯრედებს კვებით და მათი აქტივობის სტიმულირება, რათა ნაოჭები გასწორდეს, კანი კი მოჭიმული და მბრწყინავი გახდეს.

ზეთების და კოფერმენტების ენერგეტიკული კოქტეილი:

  • გარგარის კურკის ზეთი ღრმად კვებავს კანს, ასტიმულირებს უჯრედულ გაცვლას და იცავს ტოქსინებისგან. ის შეიცავს უამრავ ვიტამინს: А, В, С, F — ყველა ხელს უწყობს კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებას.
  • მაკადამიის ზეთი — მსოფლიოში ერთ-ერთო ყველზე ძვირი თხილი — უზრუნველყოფს კანის აღდგენას, ხსნის გაღიზიანებას და უბრუნებს ელასტიურობას. 
  • უბიქინონი, ანუ Q10 კოენზიმი, ანელებს დაბერების პროცესებს, ასტიმულირებს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას.
  • დღის კრემის UV-ფილტრი ქმნის დაცვას მავნებელი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
  • ღამის კრემის კომპონენტი პანთენოლი ხელს უწყობს კანის აღდგენას და ამუშავებს უჯრედულ ენერგეტიკულ გაცვლას.

რევიტალიზაცია 55+ ასაკისთვის

კრემ-ენერგია მოწიფული კანის რევიტალიზაციისთვის

მისია: კანის უჯრედების აქტივობის სტიმულირება, განახლების პროცესების ასამუშავებლად კვებით უზრუნველყოფა. ჩვენ გვჭირდება მკვრივი კანი და სახის ჯანსაღი ფერი.

ზეთების და კალციუმის ენერგეტიკული კოქტეილი:

  • არგანის ზეთი — მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე იშვიათი — ღრმად კვებავს და აღადგენს კანს.
  • ავოკადოს ზეთი იცავს გათხელებულ კანს და აუმჯობესებს მის იმუნიტეტს.
  • კალციუმი ამკვრივებს კანს, ხელს უშლის დაბერებას.
  • დღის კრემის UV-ფილტრი ქმნის ბარიერს ულტრაიისფერი სხივებისთვის.
  • ღამის კრემი ინგრედიენტი პანთენოლი უზრუნველყოფს კანის დაცვას გარემოსგან, ინახავს კანისთვის საჭირო სინოტივის დონეს დ ახელს უწყობს უჯრედების რეგენერაციის პროცესის დაწყებას.