FIND OUT MORE ABOUT THE NEEDS OF YOUR HAIR

გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ რა სჭირდება თქვენ თმას

იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ ჩვენი თმის საუკეთესო მოვლა და დავარცხნა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ტიპის თმა გვაქვს და რა არის მისთვის ნამდვილად სასარგებლო. NIVEA უკევე 100 წელზე მეტია ატარებს გამოკვლევებს ამ დარგში და მზადაა გაუზიაროს თავისი ცოდნა თმის მოვლის სფეროში. ჩვენ წარმოგიდნგენთ სტატიების კრებულს, რომელებიც დაგეხმარებიან უკეთ გაიცნოთ თქვენი თმა, იმისათვის, რომ უზრუნველყოთ მისი სათანადო მოვლა.
3 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა

დაბანა, გაშრობა, თმის დავარცხნა: როგორ ვიზრუნოთ ჩვენს თმაზე.

ლამაზი თმა განსაზღვრულ ძალისხმევას ითხოვს! იმისათვის, რომ უზრუნველყოთ თქვენი თმის სათანადო მოვლა, რომელიც აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, სასარგებლოა იცოდეთ, თუ რა ტიპის თმა გაქვთ. თმის მოვლის შესახებ ბევრი რჩევა ერთნაირად აქტუალურია ყველა ტიპის თმისთვის

რჩევები ხვეული თმის მოვლის თაობაზე.  

არა მხოლოდ თქვენი ტანი და კანი საჭიროებენ ინტენსიურ მოვლას, ის თქვენს თმასაც სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მშრალი და დამუხტული გახდება. თავისი ბუნებით, ხვეული თმა უფრო მეტ ზრუნვას ითხოვს, ვიდრე სწორი თმა. ნუ უგულებელყოფთ თმის მკვებავ ნიღბების გამოყენებას კვირაში ერთხელამის გარდა, უნდა შეიმუშავოთ თმის მოვლის ყოველდღიური რიტუალი. დროთადრო წაისვით თმაზე კონდიციონერი და რაც შეიძლება ხშირად  მიეცით თმას ფენისგან დასვენების საშუალებაძალიან ცხელ ჰაერს შეუძლია თმის სტრუქტურის დაზიანება


რჩევები ხშირი თმის მოვლის შესახებ

იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ძაილან  ხშირი, უმართავი თმა გაქვთ,  ნუ დაღონდებით! თქვენ შეძლებთ შესანიშნავი ვარცხნილობის გაკეთებას. თქვენი თმისთვის ძალიან საჭირო კვებისთვის, ყოველი მეორე დაბანის შემდეგ გამოიყენეთ კონდიციონერი და გააშრეთ თმა ბუნებრივი მეთოდით. ჩვენი რჩევა-დარიგება, თუ როგორ მოარჯულოთ უმართავი თმა: შეიზილეთ კრემის ან თმის ვარცხნილობის მუსის  მცირე რაოდენობა  თმის ძირებში, იმისათვის, რომ თავიდან მოიცილოთ პატარა გამოშვერული თმები.

აბრეშუმივით რბილი, ჯანსაღი თმის მოვლა.

თმა ჯანსაღად გამოიყურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მბზინავენ და აქვთ მოცულობა. მაგრამ ხშირად ჩვენს თმას კვება და მბზინვარება აკლია, რაც მას მტვრებადს და უფერულს ხდის. ჩვენი რჩევა-დარიგება თმის მოვლის შესახებ:  აჩუქეთ თმას ინტენსიური მოვლა. იმისათვის რომ თავის კანი და თმა კარგად შეიწოვონ მკვებავი ნივთიერებები, ჩამობანამდე ცოტა ხანი ადროვეთ.   თქვენი თმა ისევ გახდება აბრეშუმივით მბზინვარე და ადვილად დასავარცხნი. 


რჩევები ყოველდღიურ მოვლის შესახებ.

თუ თქვენ უფრო მეტი მოცულობა გინდათ, გამოიყენეთ თმის მოცულობის მოსაცემი სპეციალური საშუალებები. ფენით გაშრობის სწორი ტექნიკა წამიერად მიანიჭებს თქვენს თმას მოცულობას - ყოველთვის გააშრეთ თმა თმის ზრდის საწინაარმდეგო მიმართულებითეს წევს თმას ძირებიდან. გამოიყენეთ  მკვებავი კონდიციონერები დაღლილი და დაზიანებული თმისთვის და მოერიდეთ სითბოს თმის დავარცხნის დროს. დარწმუნდით, რომ იყენებთ მოვლის სწორ საშუალებებს. თქვენი თმა შეინარჩუნებს სიჯანსაღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თქვენი თმის ტიპისათვის სათანადო შამპუნს და კონდიციონერს იყენებთ