WHAT IS YOUR SKIN TYPE?

რა ტიპის კანი გაქვთ?

იცით თქვენი კანის ტიპი? მოვლის რომელი მეთოდი არის ოპტიმალური თქვენთვის? NIVEA-ს რომელი დეზოდორანტი ან კრემი მოგიხდებათ უკეთ? აქ თქვენ ნახავთ ყველა პასუხს კანის შესახებ შეკითხვებზე, აგრეთვე მნიშვნელოვან რეკომენდაციებს თითოეული ტიპის კანის მოვლის შესახებ.
199 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა
ყველას ჩვენება

გაიგეთ თქვენი კანის ტიპი!

ნორმალური კანითუ თქვენ გლუვი კანი გაქვთ ვიწრო ფორებით, სახის ჯანსაღი ფერი, მაშინ თქვენ ნორმალური კანის მფლობელი ბრძანდებით. ნუ განიცდით თუ ასეთ კანზე ზოგჯერ გამოჩნდება მუწუკი, გაღიზიანება ან შესივებამაგრამ ჯანსაღი შესახედაობის შესანარჩუნებლად ნორმალურ კანს სჭირდება მოვლის ინდივიდულაური პროგრამა, აგრეთვე საკმარისი დანოტივება და დაცვა. ჩვენი რჩევა: იმისათვის, რომ თქვენი კანი ლამაზი და ჯანსაღი დარჩეს რეგულარულად გამოიყენეთ დღის და ღამის მოვლის საშუალებები.

მშრალი და მგრძნობიარე კანი?

მშრალი კანი: კანი შეხებით მშრალია და იქერცლებამშრალი  კანი ტენის და ლიპიდების, .. ცხიმების ნაკლებობას განიცდის . ამიტომაც ასეთი კანი დაჭიმულად გამოიყურება და განსხვავდება დაბალი ელასტიურობით და მიდრეკილია ქავილის გაჩენისადმი. მშრალი კანი გაღიზიანებით რეაგირებს ისეთ გარეშე ფაქტორებზე , როგორებიცაა მზის სინათლე, ქარი, მშრალი და ცხელი ჰაერი. კანის სინოტივის დაცვის შენარჩუნებაში და მისი დამცავი ბარიერის გაძლიერებაში სპეცილური კრემები დაგეხმარებათ. ჩვენი  რჩევა: გამოიყენეთ დღის კრემები  SPF-ფაქტორით კანის უი-სხივების  ზემოქმედებისგან დასაცავადმგრძნობიარე კანი - ეს, უფრო სწორედ, კანის ტიპი კი არა, არამედ მისი მდგომარეობაა, რადგან მგრძნობიარე შეიძლება იყოს როგორც მშრალი, ასევე კომბინირებული კანი. როგორც წესი, მგრძნობიარე კანი უფრო მეტად რეაგირებს გარეშე და შიდა ფაქტორებზე, მაგალითად სტრესსზე, არასწორ კვებაზე, ულტრაიისფერ გამოსხივებაზე, მშრალ და ცხელ ჰაერზე. როდესაც კანის ბალანსი ირღვევა, ის ხდეაბა მშრალი, დაჭიმული, ჩნდება სიწითლეები და ქავილი. იმისათვის, რომ დავამშვიდოთ და გავაძლიეროთ მგრძნობიარე კანი, აუცილებელია მისი განსაკუთრებული მოვლის უზრუნველყოფაჩვენი რჩევა: გამოიყენეთ მგრძნობიარე კანისთვის სპეციალურად დამუშავებული მოვლის საშუალებები

კომბინირებული ან პრობლემური კანი?

კომბინირებული კანი: კანი კომბინირებულად იწოდება, რადგან ითავსებს ერთდროულად ორი ტიპის კანს -მშრალს და ცხიმიანს.   კომბინირებული კანი პრიალაა და მიდრეკილია მუწუკების გაჩენისადმი, განსაკუთრებით Т-ზონაში: შუბლზე, ცხვირზე და ნიკაპზეხოლო კანი ლოყებზე პირიქით - ნორმალურია ან მიდრეკილია სიმშრალისადმი. ყოველთვის შეარჩიეთ მოვლის საშუალებები, რომლებიც დამუშავებულია სპეციალურად კომბინირებული კანისთვის, იმისათვის, რომ აღადგინოთ მისი წყლის ბუნებრივი ბალანსი. პრობლემური კანი: პრობლემური კანი მიდრეკილია კანის ქონის გაძლიერებულ გამომუშავებისადმი. და რა არის ამის შედეგიჩნდება ფერიმჭამელები და მუწუკები. პრობლემური კანის გაჩენის მიზეზი შეიძლება გენეტიკური მიდრეკილება, სტრესი და ჰირმონალური ცვლილებები გახდეს. კანის ბუნებრივი ბალანსის აღდგენაში და არასრულყოფილებების გაჩენის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ სპეციალური გამწმენდი და მოვლის სასუალებები ანტიბაქტერიული კომპონენტებით. ჩვენი რჩევაა: გამოიყენეთ რბილი გამწმენდი სკრაბი დილით და  საღამოთი დასაბანად

მოწიფული კანი? შეუნარჩუნეთ თქვენს კანის ახალგაზრდობა!

ასაკთან ერთად ჩვენი კანი , მისი სტრუქტურა და შესახედაობა იცვლება სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენის ქვეშმცირდება უჯრედების აქტივობა, ნელდება რეგენერაციის პროცესი, მცირდება კოლაგენის გამომუშავების დონე, ჩნდებიან დაზიანებები, გამოწვეული ულტრაიისფერი გამოსხივებითხშირად  იცვლება კანის ტიპიც - მოწიფული კანი ჩვეულებრივ მიდრეკილია სიმშრალისკენ. სწორად შერჩეული კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც ანელებენ დაბერების პროცესებს, დაგეხმარებიან ასაკობრივი და მიმიკური ნაოჭების და კანზე მუქი ლაქების თავიდან აცილებას და შემცირებას. ჩვენი რჩევაა: გამოიყენეთ თვალის გარშემო კანის მოვლის სპეციალური საშუალებები, რადგან სწორედ თვალის გარშემო ყველაზე ადრე ჩნდება მიმიკური ნაოჭები.