Deodorant

მამაკაცის დეზოდორანტი

სწორად შერჩეულ მამაკაცის დეზოდორანტს შეუძლია დაგეხმაროს სახის შენარჩუნებაში ნებისმიერ სიტუაციაში. NIVEA სთავაზობს დეზოდორანტების და ანტიპერსპირანტების ფართო არჩევანს ყოველდღიური გამოუყენებისათვის, რომლებთანაც კანი თქვენს იღლიებში იქნება მოვლილი და სუფთა მიუხედავად იმისა ისვენებ შენ, თუ სპორტით ხარ დაკავებული. სტიკი, ბურთულებიანი დეზოდორანტი, სპრეი ან პულვილიზატორიანი დეზოდორანტი - აქ შენ ნახავ შენთვის შესაფერ მამაკაცის დეზადორანტს ნებისმიერ გემოვნებაზე.
16 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა

ცხოველმყოფელი სიგრილე და მდგრადი დაცვა

NIVEA -ს მამაკაცის დეზოდორანტის წყალობით შენი დღე სიგრილის შეგრძნებით დაიწყება, შემდეგ კი დღის განმავლობაში შენ დატკბები იღლიებში ოფლის და უსიამოვნო სუნისგან საიმედო დაცვით.  ამის გარდა, კანი შესანიშნავად იტანს NIVEA -ს მამაკაცების დეზოდორანტებს. NIVEA შენს წინაშე ხსნიან მამაკაცების არომატების მდიდარ არჩევანს.   

მამაკაცების დეზოდორანტი-სპრეი: კლასიკური  ვარიანტი ყოველდღიური გამოყენებისათვის

დეზოდორანტი - სპრეი ჩუქნის კრისტალური სიგრილის შეგრძნებას და ამიტომაც არის უდაო ლიდერი მამაკაცების დეზოდორანტებს შორის. მისი აქტიური კომპონენტები სწრაფად, ადვილად და თანაბრად ნაწილდება კანის ზედაპირზე ღილაკის ერთი დაჭერით, და ტოვებებენ სასიამოვნო არომატს.   შედეგი - იღლიებში სიგრილის შეგრძნება, სასიამოვნო სუნი და ხანგრძლივი დაცვა ოფლისგან.  ამგვარად, სპრეი იდეალურად უხდება მამაკაცებს, რომლებიც აფასებენ თავიანთ დროს და არ სურთ დილაობით არც ერთი წამის დაკარგვა. ჩვენი რჩევა: იმისათვის, რომ მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს, შეანჯღრიეთ ფლაკონი გამოყენების წინ.

პრაქტიკული და კომპაქტური: ბურთულებიანი დეზოდორანტები და სტიკები


ეძებ დეზოდორანტს  სწრაფი და ზუსტი წასმისათვის დილაობით ან ვარჯიშის შემდეგ? მოხერხებული აპლიკატორი დაგეხმარება გააკეთო ეს მაქსიმალურად ადვილად. მათ, ვინც უპირატესობას მცირე ზომის და მსუბუქი არომატის დეზოდორანტებს ანიჭებს, შესანიშნავად მოუხდება სტიკი ან ბურთულებიანი დეზოდორანტი. მამაკაცის დეზოდორანტი-სტიკები და ბურთულებიანი დეზოდორანტები უზრუნველყოფენ იდეალურ დოზირებას, ხოლო კრემიანი ტექსტურა კანზე დამცავ საფარს ტოვებს. აქვთ თუ არა მათ სხვა უპირატესობები? რა თქმა უნდა! სტიკები და ბურთულებიანი დეზოდორანტები კომპაქტური არიან და ძალიან მცირე ადგილს იკავებენ პორტფელებში და სპორტულ ჩანთაში.

დეზოდორანტი და ანტიპერსპირანტი - ეს ერთი და იგივე არ არის

დეზოდორანტი უზრუნველყოფს საიმედო დაცვას არასასიამოვნო სუნებისგან, მაგრამ არ უშლის ხელს ოფლის გამოყოფას. ის ეფექტურად  აფერხებს უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების რაოდენობის ზრდას.  დეზოდორანტი-ანტიპერსპირანტი არამხოლოდ ებრძვის უსიამოვნო სუნს, არამედ ხელს უშლის  მის გამოყოფას. მამაკაცებისთვის, რომლებსაც არ აწუხებს ჭარბი ოფლიანობ, ან არ უნდათ  ოფლის  გამოყოფის ბუნებრივ პროცესში ჩარევა, საკმარისია ჩვეულებრივი დეზოდორანტის გამოყენება. ასეთი დეზოდორანტი უხდება იმათაც, ვინც გააზროვნებულად არიდებს თავს ალუმინის მარილების შემცველ პროდუქტებს. მაგრამ მამაკაცებისათვის, რომლებიც  გრძნობენ უხერხულობას უხვი ოფლიანობის გამო, ოფტიმალურ არჩევანად რჩება ანტიპერსპირანტი.