Face Care

სახის მოვლა მამაკაცებისათვის

მამაკაცებისათვის გათვალისწინებული სახის კანის მოვლის ჩვენი ხარისხიანი პროდუქტები, დამუშავებულია მამაკაცის კანის განსაკუთრებული მოთხოვნილებების გათვალისწინებით. ამიტომაც ჩვენ წარმოგიდგენთ იდეალურ საშუალებებს ინდივიდუალური მოთხოვნილებების უზრუნველყოფისათვის, რომლებიც უხდებიან ნებისმიერ კანის ტიპის და ასაკს. და როგორი მოვლის ტიპი გჭირდება შენ?

მამაკაცის სახის მოვლა - სპეციალურად მამაკაცის კანისათვის.

მამაკაცის კანი ადგენს საკუთარ მოთხოვნებს მოვლის საშუალებების ტექსტურის და მოქმედების პრინციპის მიმართ. 
მისი თვისებები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ქალის კანის თვისებებისაგან.  მამაკაცის სახის კანის მოვლის საშუალებები დამუშავებულია მამაკაცის კანის მოთხოვნილების ოპტიმალური დამაკმაყოფილებისათვის. ამიტომაც სახის კრემი, რომელსაც შენი ცხივრების თანამგზავრი ქალბატონი ხმარობს, შენ არ მოგიხდება.  მას შეუძლია შენი კანის დაზიანებაც კი, რადგან ქალის კრემებს ხშირად ძალიან ცხიმიანი სტრუქტურა აქვთ. 

სახის მოვლა მამაკაცებისათვის: ინდივიდუალური მოთხოვნა საშუალების მოქმედების პრინციპისადმი. 


მამაკაცის კანი 15-20 პროცენტით სქელია ქალის კანზე და გააჩნია უფრო მეტი ქონის ჯირკვლები, რის გამოთაც ის უფრო მეტად არის  მიდრეკილი მუწუკების და შავი წერტილების გაჩენისაკენ.  მამაკაცის სახის მოვლის საშუალებები  ითვალისწინებენ ამ თავისებურებას.  ისინი უზრუნველყოფენ კანს სინოტივით და ამასთან ერთად  გააჩნიათ უფრო მსუბუქი ტექსტურა, რომელიც არ აცობს ფორებს.  

სახის მოვლა კაცებისათვის კანის ტიპის და ასაკის გათვალისწინებით.

მამაკაცის კანისათვის დამახასიათებელია ხშირი თმიანი საფარი.  ეს თვისება ყველაზე მეტად გამოიხატება წვერის ზრდაში. წვერის მიდამო შეიცავს 5000 დან 30 000 თმას, რომელიც ფარავს სახის დაახლოვებით მესამედს. ეს თმები ერთმანეთისგან ძალიან ახლოს იზრდებიან და გარშემორტყმულნი არიან  ქონის ჯირკვლების ძალიან დიდი რაოდენობით. მამაკაცის სახის  კანის მოვლის აღსადგენი საშუალებები ითვალისწინებენ მამაკცის კანის აგებულობას და მასზე გაპარსვის ზემოქმედებას. მამაკაცის კანი შეიცავს უფრო მეტ კოლაგენს, ამიტომაც ის ინარჩუნებს ელასტიურობას და სიმკვრივეს უფრო დიდი ხნით ვიდრე   ქალის კანი. მაგრამ 35 წლის შემდეგ კოლაგენური ბიჭკოები დაშლას იწყებენ  — ზოგჯერ უფრო სწრაფად  ვიდრე ქალების კოლაგნური ბოჭკოები - და კანზე პირველი ნაოჭები ჩნდება. ანტიასაკობრივი ინგრიდიენტების შემცველი მამაკაცის სახის კანის მოვლის დღის და ღამის შეშუალებების გამოყენება ეხმარება ამ პროცესის შენელებაში. მამაკაცის სახის კანის მოვლის საშუალებები ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ მათი დამუშავების  საფუძვლად დევს თანამედროვე მეცნიერული ცოდნა. NIVEA  იყენებს მრავალწლიან გამოცდილებას და დერმატოლოგიის დარგში აქტუალურ მიღწევებს მოწინავე და  გულმოდგინედ დაბალანსებული მოვლის კონცეფციების შესაქმნელად.