SKIN CARE TIPS

რჩევები კანის მოვლის შესახებ: თქვენი გზა ლამაზი კანისკენ

იმისათვის, რომ კანი ჯანმრთელი და ლამაზი იყოს, უნდა იცოდეთ, რომელ ტიპს მიეკუთვნება ის. NIVEA-ს კომპანიის სპეციალისტები დაკავებული არიან ამ სფეროში გამოკვლევებით უკვე 100 წელზე მეტია, ისინი მზად არიან გაგიზიარონ თავიანთი ცოდნა. ამ განყოფილებაში მოცემულია საინტერესო სტაიების მთელი რიგი, რომლებიც დაგეხმარებიან უფრო კარგად გაერკვეთ თემაში და დაიწყოთ უკეთესად კანზე ზრუნვა.
6 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა

შეისწავლეთ თქვენი კანის მოთხოვნილებები 

გაიცანით თქვენი კანი უკეთ. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ კანის სილამაზე დიდიხნით, მიყევით ჩვენს რჩევებს და შეარჩიეთ ყოველდღიური მოვლის პროცედურა ინდივიდუალური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.  ზუსტად ამიტომაც გვჭირდება თავიდანვე განვსაზღვროთ თქვენი კანის ტიპი. ზოგჯერ ამის გაკეთება ძალიან ძნელია, ვინაიდან ყველას სხვადასხვა ნაირი კანი აქვს. და დროთა განმავლობაში ის იცვლება. მაგრამ მაინც გამოიყოფა კანის ხუთი ძირითადი ტიპი. ნორმალური კანი - მკვრივი, ჯანსაღი, კარგი სისხლმომარაგებით.  მშრალი კანი - ნაკლებად ელასტიური, უფრო მიდრეკილი ქავილის და გაღიზიანებისადმი. კომბინირებული კანი - ხშირად გააჩნია ცხიმოვანი სიპრიალე, მისთვის დამახასიათებელია გამონაყარი  Т -ზონაში, ხოლო ამასთან ლოყების ზონა საკმაოდ მშრალი რჩება. პრობლემური კანი - მწვავედ რეაგირებს ჰორმონალური ფონის ცვლილებებზე, ხშირად გამოყოფს ძალიან ბევრ კანის ქონს, რაც იწვევს შევი წერტილების და მუწუკების გაჩენას. ამის გარდა, არის კიდე მგრძნობიარე კანი: ეს მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერი ტიპის კანის შემტხვევაში გაჩნდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად აწუხებს მშრალი კანის მქონე ადამიანებს.  ჩვენი რჩევა კანის მოვლის შესახებ: გამოიყენეთ მხოლოდ თქვენი კანის ტიპისათვის განკუთვნილი პროდუქტები. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს პრობლემური და მგრძნობიარე კანი.  

კანის მოვლა და ახალგაზრდობის შენარჩუნება 

ჩვენ ყველანი ვოცნებობთ ახალგაზრდა და მკვრივ კანზე. მაგრამ ჩვენი კანის დაბერება - ბუნებრივი პროცესია. 30 წლის შემდეგ ჩვენი კანის მოთხოვნილებები იცვლება. მაგრამ დაბერების პროცესზე მოქმედებს უამრავი გარე ფაქტორი და არაუკანასკნელ როლს მათ შორის თამაშობს კანის უჯრედების აქტივობის დაწევა.  მოვლის შესახებ ჩვენი რჩევები დაგეხმარებიან გაახანგრძლივოთ თქვენი კანის ახალგაზრდობა: ყოველთვის, ყველაზე ახალგაზრდული ასაკიდან, გამოიყენეთ შესაბამისი მზისგანდამცავი პროდუქტები. უი-გამოსხივება იწვევს თქვენი კანის ნაადრევ დაბერებას. შემდეგ, დაეხმარეთ თქვენს კანს, გამოიყენეთ კრემები უჯრედოვანი განახლებისთვის  Q10-ით და კრეატინით. გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები თავლის გარშემო ზონისათვის, იმიტომ, რომ პირველი ნაოჭები სწორედ თვალის გარშემო ჩნდებიან. 


როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი კანის სილამაზე 

კანის მდგომარეობაზე მოქმედებს არამხოლოდ სწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები, არამედ კანის რეგულარული ყოველდღიური მოვლა, აგრეთვე ზოგადად  ცხოვრების წესი. დაეხმარეთ თქვენს კანს დარჩეს ლამაზი, მისდიეთ ჩვენს რჩევებს:  თქვენი სახის კანის მოვლა უნდა იყოს ყოველდღიური და თანმიმდევრული:  კანის საგულდაგულო  გასუფთავება დილით და საღამოს აბსოლუტურად აუცილებელია, იმისათვის რომ მოაცილოთ ჭუჭყი და ზედმეტი ქონი.  გამწმენდი პროცედური შემდეგ მოდის მზისგან დამცავი ფაქტორის მქონე  მსუბუქი დამანოტივებელი კრემის გამოყენება.  ყოველ საღამოს წაისვით მკვებავი ღამის კრემი: ეს ხელს უწყობს კანის რეგენერაციის ბუნებრივ პროცესს.  ჩვენი რჩევა კანისმოვლის შესახებ: თვალის გარშემო ნაზი კანისათვის გამოიყენეთ სპევციალური კრემი. მზე ზოგადად სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის , მაგრამ  კანისთვის მისი ზემოქმედება შეიძლება დამანგრეველი გახდეს. ამიტომ აუცილებლად უნდა გამოიყენეთ მზისგანდამცავი საშუალებები. გარუჯვის დროს, წაისვით კანზე მზისგანდამცავი საშუალება ყოველ სამ საათში ერთხელ.  მზეზე ხანგრძლივად დარჩენის შემდეგ რეკომენდებულია კანის გაგრილება რუჯის შემდგომი სპეცილაური გამაგრილებელი საშუალებით. ჩვენი რჩევა კანის მოვლის შესახებ: ყოველთვის გამოიყენეთ სახის კრემი არანაკლებ   SPF 15 დამცავი ფაქტორით. 

გაანებივრეთ თავი და ცოტახანს დაისვენეთ 

სტრესი და ძლიერი განცდები ძალიან ცუდად აისახებიან კანის მდგომარეობაზე.  ამიტომ კანის მოვლის დროს ძალიან მნიშვნელოვანია: ეცადეთ მოძებნოთ ხცოვრების ჰარმონია. უფრო მეტი იზრუნოთ თქვენს  თავზე და ეცადოთ თავიდან აიცილოთ სტრესული სიტუაციები.  ფიზიკური ვარჯიშები კვირაში სამჯერ 30 წუთის მანძილზე ამცირებენ ყოველდღიურ სტრესს. გახსოვდეთ დაბალანსებული კავების შესახებ. ჩვენი რჩევა კანის მოვლის შესახებ: მოსადუნებელი აბაზანა მოხსნის არამხოლოდ ემოციურ და ფიზიკურ დაძაბვას, არამედ კარგად აისახება თქვენი კანის მდგომარეობაზე.