body lotion

ლოსიონი თუ რძე?

შხაპის ან აბაზანის ყოველდღიურ მიღებას, სიცივეს, სიცხეს, აგრეთვე გამათბობლის მშრალ ჰაერს შეუძლია კანის გაუწყლოება, რის შედეგადაც ის მშრალი ხდება. ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არის ტანის დამანოტივებელი ლოსიონის ან რძის რეგულარული ხმარება. ჩვენთან შენ ნახავ მოვლის ზუსტად იმ საშუალებას, რომელიც უფრო მეტად სჭირდება შენს კანს — მსუბუქ ან გამამკვრივებელ ლოსიონს, მკვებავ რძეს ან კრემს.
7 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა
მშრალი კანის  მოვლა 

ბევრ ადამიანს აწუხებს მშრალი კანის პრობლემა ზამთრის პერიოდში, სხვებს კი დაბადებიდან აქვთ მიდრეკილება კანის სიმშრალისადმი, დანარჩენებს კი უბრალოთ უნდათ ყოველთვის აჩუქონ თავიანთ კანს ყურადღება და მოვლა. კანის სიმშრალის აღმოფხვრის და პროფილაქტიკისათვის საჭიროა ტანის მკვებავი ლოსიონის ან რძის ყოველრიური გამოყენება — სასურველია შხაპის ან აბაზანის მიღებისთანავე.  ეს ცოტა დროს დაიკავებს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ამათ ღირს, და შენი კანი მადობას გადაგიხდის.

ტანის ლოსიონი ან რძე -  რაში არის განსხვავება?  

ტანის ლოსიონის და რძის შორის განსხვავება, როგორც წესია, არის მათ შემადგენლობაში წყლის და ზეთის თანაფარდობაში: იმ დროს როცა რძეს გააჩნია ცხიმის შემცველობის უფრო მეტი პროცენტი, ლოსიონის შემადგენლობაში ჭარბობს წყალი, რის წყალობითაც ის, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს ტანის კანს სინოტივით. ტანის რძე, როგორც წესი, უფრო მკვებავია, ამიტომაც ის უფრო მეტად უხდება მშრალ კანს. ტანის ლოსიონი ახდენს გამაგრილებელ ეფექტს. ეს დაკავშირებულია მასში წყლის მაღალ შემცველობასთან:  ლოსიონის წასმის შემდეგ წყალი აორთქლებას იწყებს, და კანზე სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს. ამიტომ ზაფხულში ტანის ლოსიონის გამოყენება განსაკუთრებით სასიამოვნოა.
 
კანზე მოვლის საშუალებების წასმა: სასიამოვნო რიტუალი 

ნაზი შეხება და გამაგრილებელი არომატები  - ლოსიონის ყოველდღიური გამოყენება აცოცხლებს სხეულს და სულს, აგრეთვე კანს ლამაზ და მოვლილ შესახედაობას ანიჭებს.  ამიტომაც დროდადრო ღირს რამოდენიმე წუთის დატმობა ამ მოკლე რიტუალისთვის და შენი თავის და შენი კანის ნაზი მასაჟით განებივრება.