deodorant

დეზოდორანტი - სისუფთავის მომხიბლავი შეგრძნება

NIVEA -ს დეზოდორანტები - ეს არის ყველაზე კლასიკური პროდუქტი ჩვენს ტანის მოვლის საშუალებათა ასორტიმენტში. მიუხედავად იმისა, თუ რას ანიჭებ შენ უფრო მეტ უპირატესობას დეზოდორანტს თუ ანტიპერსპირანტს, ჩვენთან შენ გარანტირებულად ნახავ შენთვის საყვარელ პროდუქტს. ჩვენი სპრეები, ბურთულებიანი დეზოდორანტები, პულვერიზატორიანი დეზოდორანტები და სტიკები ეფექტურად ანეიტრალებენ ოფლის სუნს და უზრუნველყოფენ სიგრილის მდგრად შეგრძნებას.
37 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა

დეზოდორანტი: საიმედო დაცვა

ოფლის გამოყოფა — ეს არის ტანის ნორმალური რეაქცია ფიზიკურ დატვირთვაზე, სტრესსზე ან სიცხეზე. ამგვარად ორგანიზმი რეაგირებს თავის ტემპერატურაზე. მაგრამ ოფლის გამოყოფამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო სუნი და ტანსაცმელზე, განსაკუთრებით იღლიებში, სველი ლაქების გაჩენა. თანამედროვე დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები ეხმარებიან არასასიამოვნო სუნის მოცილებაში და გჩუქნიან სიგრილის სასიამოვნო შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში. ამის გარდა, ანტიპერსპირანტები პრინციპში ხელს უშლიან ოფლის გამოყოფას.  

დეზოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი? 

რა განსხვავებაა დეზოდორანტს და ანტიპერსპირანტს შორის? დეზოდორანტი ჰქვია საშუალებას, რომელიც ხელს უშლის მხოლოდ უსიამოვნო სუნის გაჩენას. დეზოდორანტის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები, კლავენ ან ხელს უშლიან არასასიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიებს გამრავლებას.  ამის გარდა დეზოდორანტი ტოვებს კანზე სასიამოვნო არომატს, რომელიც ნიღბავს ტანის სუნებს. ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ პრობლემა ოფლის გამოყოფასთან დაკავშირებით, ან არ უნდათ ჩარევა ამ ბუნებრივ პროცესში, ვურჩევთ შეაჩერონ თავიანთი არჩევანი დეზოდორანტზე. იმათ, ვინც გააზრებულად არიდებს თავს ალუმინის მარილების შემცველ პროდუქტებს, შიშის გარეშე შეუძიათ გამოიყენონ  NIVEA-ს დეზოდორანტები. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ყველა ჩვენი პროდუქტი ნიშნით „დეზოდორანტი“ არ შეიცავს ალუმინის მარილებს. მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებს უხვი ოფლიანობის პრობლემა, ვურჩევთ გააჩერონ თავიანთი არჩევანი ანტიპერსპირანტებზე. ანტიპერსპირანტი ეფექტურად ებრძვის იღლიებში ოფლიანობას, ეხმარება არასასიამოვნო სუნის და ტანსაცმელზე სველი ლაქების გაჩენის ვადის გადაწევაში. ასეთი საშუალებების შემადგენლობაში შედიან ალუმინის მარილები, რომლებიც, აღიარებული ექსპერტების აზრით, რომელიც ეფუძნება მათ მიერ ჩატარებიული გამოკვლევების შედეგებს, არ წარმოადგენენ საშიშროებას ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები უნდა დაიტანოთ სუფთა კანზე.  უკეთესია, თუ გამოიყენებთ მათ დილის შხაპის შემდეგ, იმისათვის, რომ უზრუნველყოთ სიგრილის და სისუფთავის შეგრძნება მთელი დღის განმავლობაში.

დეზოდორანტები ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისათვის: სტიკები, ბურთულებიანი დეზოდორანტები და სპრეები


სპრეი, ბურთულებიანი დეზადორანტი თუ სტიკი - რას ირჩევ შენ? მამაკაცები ხშირად უპირატესობას კლასიკურ სპრეებს ანიჭებენ, ხოლო ქალებში განსაკუთრებით პოპულარულია ბურთულებიანი დეზოდორანტები. მადეზოდორირებელი სპრეები ჩუქნიან არაჩვეულებრივი სიგრილის შეგრძნებას.  ისინი  კანზე თანაბარი ფენით ნაწილდებიან და სწრაფად შრებიან, და აძლევენ ჩაცმის საშუალებას მათი დატანისთანავე. დეზოდორანტ-სპრეების სხვა უპირატესობათა შორის აღსანიშნავია დატანის ჰიგიენური წესი და შესანიშნავი გრილი არომატი. იმისათვის, რომ დეზადორანტმა უზრუნველყოს მაქსიმალურად ეფექტური დაცვა, გამოყენების წინ რეკომენდებულია მისი კარგად შენჯღრევა. სხვათა შორის, NIVEA -ს დეზოდორანტი-სპრეები აგრეთვე გამოიშვებიან პრაქტიკულ მინი-ფორმატში, რისი წყალობითაც შესაძლებელია მათი თან წაღება ნებისმიერ ადგილას. ქალებში განსაკუთრებელი წარმატება ბურთულებიან დეზოდორანტებს აქვთ. მბრუნავი ბურთულა უზრუნველყოფს მადეზოდორირებელი სითხის ოფტიმალურ დოზირებას. ამის გარდა, კანი შესანიშნავად იტანს ბურთულებიან დეზოდორანტებს და ამიტომაც ის მშვენივრად უხდება იღლიების მგრძნობიარე კანს.  პულვერიზატორიანი დეზოდორანტები გამოირჩევიან თავიანთი დატანის ჰიგიენური წესით და კანზე დატოვებულ სიგრილის მდგრადი შეგრძნებით, სტიკები უფრო ეკოლოგიურებად ითვლებიან, მადეზოდორირებელი კრემები კი უზრუნველყოფენ დაცვის ძალიან მაღალ დონეს. თუ შენ გინდა ნებისმიერი ფასით აიცილო თავიდან დეზოდორანტისგან ტანსაცმელზე გაჩენილი ლაქები, გამოიყენე დეზოდორანტები სპეციალური ინგრიდიენტებით, რომლებიც არ ტოვებენ მუქი ფერის ქსოვილზე თეთრი ფერის და ღია ფერის ქსოვილებზე მოყვითალო ფერის ლაქებს.