Shower gel

შხაპის გელი - სუფთა სიამოვნება

ხილის, გრილი თუ ვნებიანი არომატი? ინტენსიური კვება, ეფექტური გაწმენდა თუ სიმხნევის არაჩვეულებრივი მუხტი? განსაკუთრებულად მგრძნობიარე ან ძალიან მშრალი კანისათვის? NIVEA გთავაზობთ შხაპისათვის საშუალებების ფართო არჩევანს - ნაზი კრემებიდან მკვებავ ზეთებამდე და გამამხნევებელ სპორტულ გელებამდე. და შხაპის რომელ საშუალებას ირჩევ შენ?
19 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა

სიგრილის მუხტი და ღრმა  წმენდა 

ზოგი ამჯობინებს შხაპის მიღების დროსაც უზრუნველყოს თავისკი კანის ინტენსიური მოვლა, ზოგს კი დილაობით გასაღვიძებლად სიგრილის მუხტი სჭირდება. ზოგს აქტიური ვარჯიშის შემდეგ გაგრილება სჭირდება, ზოგს - ძვირფასი წუთების დაზოგვა, შხაპის მიღება და ამავდროულად ტანის დანოტივება. NIVEA -ს მეცნიერებმა შეიმუშავეს მთელი რიგი შხაპის გელები, რომლებიც ყველა ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.  

ჯადოსნური არომატიდან ინტენსიურ წმენდამდე


იმათმა, ვინც შხაპის ქვეშ ოცნებობს გრილ ზღვაში ჩახტომაზე, ან ხმელთაშუა ზღვის ბაღებში გასეირნებაზე, უნდა შეაჩერონ თავიანთი არჩევანი გამამხნევებელ შხაპის გელზე.  NIVEA გამაგრილებელი შხაპის გელები ზღვის ბრიზის, ეკზოტიკური ხილების, ყვავილების ან ციტრუსის არომატით - ეს არის იდეალური საშუალება ახალი დღის დაწყებისათვის. თუ შენ გიყვარს შხაპის ქვეშ დიდხანს დგომა და სტრესის მოხსნა თბილი წყლის მეშვეობით, აჩუქე შენს თავს და შენს კანს სიამოვნება, გამოიყენე NIVEA -ს ნაზი კრემი შხაპისთვის. მისი არაჩვეულებრივი რბილი ქაფი სასარგებლო ინგრედიენტებით და დახვეწილი არომატი გაჩუქებს დაუვიწყარ შეგრძნებებს. NIVEA მუდამ ეძებს შთაგონებას ახალი არომატებისათვის, რის წყალობითაც თქვენ გაქვთ საშუალება გამოიყენოთ ისისნი თქვენი განწყობის შესაბამისად. ჩვენ ყოველთვის ვისწრაფით გავახაროთ ჩვენი კლიენტები ახალი შხაპის გელებით მომხიბლავი პარფიუმირებული კომპოზიციებით. შხაპის გელები ძვირფასი ზეთების შემცველობით ჩუქნიან კანს განსაკუთრებით ინტენსიურ მოვლას. ასეთი გელები შეუცვლელნი არიან  აქტიური კვების და დანოტივების მომთხოვნი მშრალი კანის მქონე ადამიანებისათვის.  მგრძნობიარე კანს ყველაზე უკეთ მოუხდება გელი გვირილის ნატურალური ექსტრაქტით, ხოლო ძალიან მშრალი კანისათვის - კვებითი ელემენტებით მდიდარი შხაპის გელები. შხაპის სკრაბი ახდენს შესანიშნავ გამწმენდ ეფექტს და  თავისი პატარა გამწმენდი ნაწილაკების წყალობით ხდის კანს საგრძნობლად რბილს.

მამაკაცის შხაპის გელი - შესაბამისი არომატით


რა საკვირველია, მამაკაცებს ასევე  სურთ უზრუნველყონ თავიანთი კანის ოფტიმალური მოვლა შხაპის მიღების დროს. NIVEA MEN -ის შხაპის გელებს გააჩნია შესანიშნავი, ნამდვილად მამაკაცური არომატები, ხოლო მათში შემავალი ინგრიდიენტები უზრუნველყოფენ კანის ჯანსაღ შესახედაობას.  განსაკუთრებულად გრილი დღის დაწყებისთვის გამოიყენეთ გამამხნევებელი შხაპის გელი, მაგალითად მენთოლით და წყლის პიტნის არომატით.   სპეციალური სპორტული შხაპის გელები - ეს სრული სიამოვნებაა მძიმე ვარჯიშის შემდეგ. ისინი საგულდაგულოდ ასუფთავებენ კანს და თმას, აგრეთვე აძლევენ კანს ენერგიის ახალ მუხტს და უზრუნველყოფენ სიგრილის  მდგრად შეგრძნებას.

ნაზი მოვლა  — მომენტალურად


ტანის კანს არამხოლოდ გასუფთავება სჭირდება. იმისათვის, რომ კანი რბილი და ბზინვარე იყოს, აუცილებელია შხაპის შემდეგ მასზე რეგულარულად წაისვათ კრემი. მაგრამ ბევრი უგულებელყოფებს ამ საქმეს დილაობით დროის უკმარისობის გამო, და აგრეთვე იმის გამო, რომ ზოგიერთი კრემი ბოლომდე არ შიეწოვება კანში და ტოვებს მასზე ცხიმოვან და წებოვან აპკს.  ინოვაციურმა პროდუქტებმა  NIVEA -ს სერიიდან In-shower  მოახდინეს რევოლუცია შხაპის მიღების და ტანის მოვლის სტანდარტულ პრაქტიკაში.  აღნიშნული პროდუქტები უბრალოდ უნდა წაისვათ სუფთა ნოტიო კანზე, ხოლო შემდეგ ჩამოიბანოთ შხაპისქვეშ.  შედეგი: არავითარი ცხიმოვანი აპკი - მხოლოდ ლამაზი, მოვლილი და ხავერდოვანი კანი.