face cream

სახის კრემი

ყოველდღიურად შენი კანი განიცდის მრავალი გარემო ფაქტორების ზემოქმედებას: სიცივის, მშრალი ჰაერის, მზის სხივების. ეს ზემოქმედება ზოგჯერ არც ისე სასიკეთოა - ზოგიერთ მადგანს შეუძლია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და ხელი შეუწყოს მის ნაადრევ დაბერებას. ამიტომაც მინშვნელოვანია კანის ყოველღიური დაცვა და კვება ხარისხიანი სახის კრემის მეშვეობით. რომელი კრემი გიხდება შენ?
7 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა

შენი კანი ისეთივე უნიკალურია, როგორც შენ 

იმისათვის, რომ იპოვო კრემი, რომელიც იდეალურად შეესაბამება შენი კანის მოთხოვნილებებს, აუცილებელია იცოდე შენი კანის ტიპი. ეს ერთადერთი საშუალებაა სწორად შეარჩიო სახის კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც სასიკეთოთ იმოქმედებენ შენს კანზე.  შენთვის ნაცნობია კანის დაჭიმულობის და სიმშრალის შეგრძნება? შენი კანი მიდრეკილია არასრულყოფილებების გაჩენისადმი? მგრძნბიარეა ინტენსიური სინათლის, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის მიმართ? როგორიც არ უნდა იყოს შენი კანი - კომბინირებული, მშრალი, პრობლემატური, ნორმალური ან მგრძნობიარე - NIVEA -ს სახის კანის მოვლის საშუალებების ასორტიმენტში შენ შეძლებ მოძებნო ზუსტად ისეთი, რომელიც ყველაზე უკეთ დააკმაყოფილებს შენი კანის მოთხოვნილებებს. ჩვენ წარმოგიდგენთ დამანოტივებელ საშუალებებს მშრალი კანისათვის, კრემები განსაკუთრებული რბილი ფორმულებით მგრძნობიარე კანისათვის, აგრეთვე ეფექტური საშუალებები მუწუკების და ცხიმოვანი სიპრიალის წინააღმდეგ.

განსაკუთრებული მოვლა განსაკუთრებული მოთხოვნილებების მქონე კანისათვის 

ასაკთან ერთად ჩვენი კანი იცვლება. უჯრედების რეგენერაცია ნელდება, მცირდება კოლაგენის გამომუშავება, კანი კარგავს სინოტივეს და ელასტიურობას. ამიტომაც, NIVEA -ს კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა შეიმუშავეს სპეციალური სახის კრემები, რომლებიც განკუთვნილნი არიან მოწიფული კანის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.  მათი ინოვაციური ფორმულები საგრძნობლად ამცირებენ არსებულ ნაოჭებს და ხელს უშლიან ახლების გაჩენას, ამდაგვარად უბრუნებენ კანს სინორჩეს და ახალგაზრდობას. მზის ულტრაიისფერი გამოსხივება არის კანის ნაადრევი დაბერების გამომწვევი ერთერთი ძირითადი ფაქტორი. ჩვენი კანი ყოველდღიურად განიცდის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას, რადგან მათ განსაზღვრული დონით შეუძლიათ ფანჯრების მინებიდანას კი შეაღწიონ. ზუსტად ამიტომაც NIVEA -ს კანის დღის მოვლის ბევრ პროდუქტს გააჩნია მზისგან დამცავი ფაქტორი 15 ან 30, და აგრეთვე სპეცილაური ფილტრი უი- A სხივებისგან დაცვისათვის. მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არამხოლოდ კანის აუცილებელი მოვლის უზრუნველყოფა, არამედ მისთვის უფრო თანაბარი ელფერის მიცემა, შესანიშნავ გადაწყვეტილებად გახდება სახის მატონირებელი კრემი. NIVEA -ს საშულებათა ასორტიმენტში არიან დასანოტივებელი მატონირებელი კრემები ყველა ტიპის კანისათვის. BB-კრემები უზრუნველყოფენ კანის უფრო უმწიკლო ფერს, აგლუვებენ მას და მალავენ უმნიშვნელო ნაკლს, აგრეთვე ანოტივებენ და იცავენ მას. 
 
NIVEA -ს კანის მოვლის კომპლექსური პროგრამა 
 
იმისათვის, რომ  ხანგრძლივად შეინარჩუნოთ კანის სილამაზე და ახალგაზრდობა, მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ მისი რეგულარული ყოველდღიური მოვლა. სახის დღის კრემის გარდა, ყოველდღიური მოვლა უნდა შეიცავდეს ღამის კრემს, აგრეთვე სპეციალურ საშუალებას თვალის გარშემო კანისათვის. ყოველთვის შეარჩიე ერთი ხაზის კოსმეტიკური საშუალება - ასე შენ დარწმუნებული იქნები, რომ მისი ყველა ინგრიდიენტი უხდება შენს კანს და მოახდენს მასზე ყველაზე ეფექტურ ზემოქმედებას. სახის ყოველდღიური მოვლის ერთერთი განუყოფელი ეტაპი არის გაწმენდა. სველი ხელსახოცები, გელები, სკრაბები და სხვა გამწმენდი საშუალებები ყოველთვის უნდა შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპის შესაბამისად.