lip care NIVEA

ტუჩების მოვლა

ჩვენს ტუჩებს სჭირდება დაცვა და ინტენსიური კვება, იმიტომ, რომ მათი კანი განსხვავდება განსაკუთრებული მგრძნობიარებით და ხშირად განიცდის დაბალი ტემპერატურის, ქარის და უი-სხივების ზემოქმედებას. ტუჩების მოვლის საშუალებები უზრუნველყოფენ ინტენსიურ დანოტივებას და ტუჩებს რბილს, ნაზს და ლამზს ხდიან. რომელ საშუალებას ანიჭებ შენ უპირატესობას - კლასიკურს, კრემისებრს თუ ხილის არომატიანს? აქ შენ დაზუსტებით ნახავ ერთდროულად რამოდენიმე საყვარელ პროდუქტს შენი ტუჩებისათვის!
6 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა

ტუჩების მოვლა - მათი  სილამაზის  საწინდარია 

ყოველდღიურად ტუჩები განიცდიან მრავალი გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებას. მზე, ყინვა და გამათბობლების მშრალი ჰაერი ძალიან სწრაფად აუწყლოებენ მის ნაზ კანს.  სახის სხვა ნაწილების კანისგან განსხვავებით, ტუჩების კანს არ გააჩნია არც საკუთარი ქონის ჯირკვლები, არც დამცავი ცხიმოვანი შრე.  ამის გამო ისინი სწრაფად იქერცლება, სკდება და კარგავს თავის ბუნებრივ სილამაზეს. მაგრამ ამის თავიდან აცილება შეიძლება ტუჩების მოვლის სხვა და სხვა საშუალებების მეშვეობით. ეს საშუალებები ანოტივებენ ტუჩებს და იცავენ მათ ქარისგან და უამინდობისგან. ამის გარდა, ისინი ხელს უწყობენ ტუჩების მშრალი და დაზიანებული კანის რეგენერაციას, აგრეთვე აჩქარებენ ტუჩის კუთხეების ნახეთქების შეხორცებას.   მათი  წყალობით ტუჩები ისევ რბილი და ელასტიური ხდება, მათ უბრუნდებათ ჯანსაღი და მოვლილი შესახედაობა.  
 
ტუჩის შესაფერი ბალზამი ყველანაირი შემთხვევისთვის  

NIVEA -ს ტუჩების მოვლის სასუალებები, ისევე როგორც სახის კანის მოვლის საშუალებები,  განკუთვნილნი არიან სხვადასხვანაირი მოთხოვნების დასაკმაყოფილებალად. მაგალითად, ტუჩები, თავისი პიგმენტაციის დაბალი დონის გამო პრაქტიკულად დაუცველნი არიან მავნე ულტრაიისფერი გამოსვივების წინაშე.  შესაბამისად, ღია მზის ქვეშ ყოფნის დროს, საჭიროა მზისგან დამცავი კომპონენტის მქონე ტუჩების მოვლის სასუალებების გამოყენება. და პირიქით, ზამთრის ცივ ამინდში უფრო მართებულია ინტენსიური კვებითი მოვლის უზრუნველსაყოფელი პროდუქტების გამოყენება.  ტუჩების მოვლის საშუალებები აგრეთვე განსხვავდებიან თავიანთი ტექსტურით და გამოყენების მეთოდით.  ტრადიციული ჰიგიენური ტუჩსახცი მუშაობს იმავე პრინციპით, რაც დეკორატიული ტუჩსაცხი. მოსახერხებელი თავსახური იცავს მას ჭუჭყისგან. ამ ტუჩსაცხის გამოყენებისათვის უბრალოდ უნდა მოატრიალოთ ტუბუსი, იმისათვის რომ ტუცსაცხი გარეთ გამოვიდეს. ტუჩების ზეთი, პირიქით, გამოშვებულია პატარა ქილებში და ტუჩებზე თითით ისმევა.  NIVEA -ს ტუჩების მოვლის ყველა პროდუქტი კომპაქტური ფორმისაა და მარტივია გამოყენებაში, რის წყალობითაც შესაძლებელია მათი ჩანთაში ჩადება და თან ტარება.