CONDITIONER

კონდიციონერი- თმის ექსპრეს-მოვლა

შენ გაქვს მშრალი და მკრთალი ფერის თმა? სულაც არ არის აუცილებელი შეეგუო ამას. კონდიციონერი წუთებში დაგეხმარებათ სიტუაციის გამოსწორებაში. შეიზილეთ ის დაბანის შემდეგ ნოტიო თმაში, გააჩერეთ რამოდენიმე წუთი, იმისათვის, რომ მან მოახდინოს თავისი ეფექტი, მერე კი ჩამოიბანეთ ის თბილი წყლით. ამის შემდგ შენი თმა გახდება ბზინბარე, სწორი და დამყოლი !
6 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა
კონდიციონერი: დამატებითი მოვლა

თმას, ტანზე და სახეზე არანაკლებ, სჭირდება ყოველდღიური მოვლა.  სასურველია თვეში რამოდენიმეჯერ გამოიყენოთ თმის ნიღაბი, იმისათვის რომ არ დაუშვათ თმის   დაზიანება და აიცილოთ თავიდან დაზიანების შედეგები. ასეთი მოვლა პირველ რიგში შეღებილ, დაზიანებულ და მკრთალ თმას სჭირდება. თუ შენ არ გაქვს დრო ნიღბების გამოსაყენებლად, გამოიყენე მათ მაგივრად კონდიციონერი. ის არის ნიღბების მშვენიერი ალტრნატივა და გამოირჩევა გამოყენების სიადვილით და სიჩქარით, აგრეთვე უზრინველყოფს თმის მაღალხარისხოვან მოვლას და აადვილებს დავარცხნას.

კონდიციონერები უზრუნველყოფენ სხვადასხვაგვარ მოთხოვნილებას.

კონდიციონერის არჩევისას მიაქციე ყურადღება იმას, რომ კონდიციონერი ზუსდად შეესაბამებოდეს შენი თმის ტიპს, ისევე, როგორც შენი კანის ტიპს შეესაბამებიან შენს მიერ არჩეული კანის მოვლის საშუალებები. მაგალითად, არ უნდა გამოიყენო შეღებილი თმისთვის იგივე საშუალება , რომელსაც იყენებენ გაღიავებული თმისთვის, ხოლო თხელ და სუსტ თმას არ მოუხდება იგივე ნიღაბი ან კონდეციონერი რომელსაც იყენებენ  ურჩი და სხეული თმისთვის. მაგრამ რა ტიპის თმისთვისაც არ უნდა იყოს განკუთვნილი კონდიციონერი, მისი მთვარი მიზანი ყოველთვის ერთი და იგივე რჩება:   ის თმას უვლის, ამარაგებს მას მკვებავი ნივთიერებებით. ამის შედეგად თმის ზედაპირი გლუვი ხდება და თმა ბზინვარებას იძენს. ამის გარდა, კონდიციონერის ან ნიღაბის გამოყენების შემდეგ თმა უფრო ადვილად ივარცხნება. ეს ძალიან დიდი უპირატესობაა, რომელიც განსაკუთრებულად გაახარებს გრძელი და ძალიან ხვეული თმის მქონე ქალბატონებს. NIVEA -ს ასორტიმენტიდან კონდიციონერის შერჩევისას, მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რა ტიპის თმისთვის არის ის განკუთვნილი. სწორად შერჩეული კონდიციონერი თმის დაბანას და დავარცხნას უდიდეს სიამოვნებათ გადააქცევს!   

როგორ გამოვიყენოთ კონდიციონერი სწორად.

კონდიციონერის გამოყენება ყოველდღიურად შიძლება. რეკომენდებულია მისი გამოყენება შამპუნით თავის ყველა დაბანის შემდეგ.  ეს დაახლოვებით ერთ წუთს იკავებს, რადგან კონდიციონერი თავის ეფექტს ძალიან სწრაფად ახდენს.  აიღე შენი თმის სიგრძისათვის საკმარისი კონდიციონერის მცირე რაოდენობა, თანაბრად გაანაწილე ის ხელისგულებზე და შეიზილე მასაჟის მოძრაობებით ნოტიო თმაში. თუ შენ გრძელი თმა გაქვს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე მის ბოლოებს - ზუსტად აქ იყიფა თმები ყველაზე მეტად. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ეს, აუცილებელია რეგულარულად გამოიყენოთ ნიღაბი და კონდიციონერი. ამის შემდეგ ჩამორეცხე თმა თბილი წყლის დიდი რაოდენობით. უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ შენ გაგიჩნდება უჩვეულო სიმსუბუქის შეგრძნება. კონდიციონერი შენს თმას გახდის ბზინვარეს, დამყოლს და სასიამოვნოს ხელით შეხებისას.