SHAMPOO

შამპუნი- მოვლა ლამაზი თმისთვის

მოსავლელი შამპუნი - ეს არის თმის მოვლის საფუძველი. ის რბილად წმენდს თმას, უზრუნველყოფს აუცილებელი სინოტივით და ანიჭებს მას ჯანსაღ სიბრწყინვალეს. ვინაიდან შამპუნი ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის თმის ინდივიდუალურ ტიპს, NIVEA-მ შეიმუშავა შამპუნების ფართო ხაზი თმის ყველა ტიპისათვის. ჩვენ აგრეთვე ერთად შევკრიბეთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევა თმის მოვლის შესახებ.
7 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა

თმის მოვლა დამოკიდებულია მის ტიპზე

სწორად შერჩეული NIVEA -ს შამპუნი და მოვლის სხვა საშუალებები, რომლებიც იდეალურად მოუხდება თქვენი თმის ტიპს, გადააქცევენ თქვენს ოცნებას ლამაზი თმის შესახებ რეალობად.  რანაირიც არ უნდა იყოს შენი თმა - მოკლედ შეჭრილი ბობი, გრძელი და სწორი ან ხვეული და ხშირი, — შენი თმის ტიპის გათვალისწინებით შერჩეული საშუალებებით მათი მოვლისას, შენ ყოველთვის იქნები აღფრთოვანებული მათით!

რა მოითხოვება შამპუნს და როგორია მისი დანიშნულება?


შამპუნი — არის თმის მოვლის საფუძველი. ის ყოველთვის უნდა შეესაბამებოიდეს თმის ტიპს. შამპუნი ასუფთავებს თმას ჭუჭყისგან, უსიამოვნო სუნისგან და ვარცხნილობის საშულებების ნარჩენებისგან, ისეთების როგორებიცაა მუსი, სპრეი ან გელი. ყოველი დაბანა თმას უბრუნებს მის საწყის მდგომარეობას და ამზადებს მას მოსავლელი საშუალების დატანისათვის.  შამპუნების შემადგენლობაში შედის ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ეფექტურად ასუფთავებენ თმას. ისინი უზრუნველყოფენ რბილ დაბანას, რომელიც არ აზიანებს თმის სტრუქტურას. ამის გარდა, NIVEA -ს შამპუნები გამდიდრებულია მკვებავი და დასანოტივებელი ნივთიერებებით. ისინი შეიწოვებიან თმაში დაბანის დროს და იცავენ მის ჯანსაღ სტრუქტურას. რისთვის არის აგრეთვე კარგი შამპუნი? სწორად შერჩეული შამპუნი უვლის თავის კანს. ის არეგულირებს ქონის ჯირკვლებს, რის წყალობითაც თმა არ ცხიმიანდება მალ-მალე. ამის გარდა, ჩვენი თმის მოვლის საშუალებები ძალიან რბილად ზემოქმედებენ თავის კანზე, არ აღიზიანებენ და ზედმეტად არ აშრობენ მას, ამიტომაც მშვენივრად უხდებიან მგრძნობიარე კანს.   

შენი თმის ტიპისათვის შესაფერი შამპუნი

NIVEA-ს ასორტიმენტში მოიძებნება თითოეული თმის ტიპისათვის შესაფერი შამპუნი.   შამპუნები ნორმალური თმისთვის ანიჭებენ მას სიკაშკაშეს, მშრალ და დაზიანებულ თმას  - უზრუნველყოფენ კვებით მოვლას, ხოლო სპეციალური დამანოტივებელი შამპუნები განსაკუთრებით უხდებიან თავის ყოველდღიურ დაბანას. შენ შეღებილი თმა გაქვს? მაშინ შენ მოგიხდება თმის ფერის შესანარჩუნებელი შამპუნი. ასეთი შამპუნი ასწორებს თმის ზედაპირს, რის წყალობითაც საღებავის პიგმენტები თმებზე უფრო დიდ ხანს რჩება, რა ფერიც არ უნდა იყოს ის.

გაწმენდა და მოვლა: შამპუნი და კონდიციონერი 2 – 1-ში


ბზინვარება, მოცულობა და სიგრილის დამატებითი მუხტი — სულაც არ არის აუცილებელი ამ უპირატესობებზე უარის თქმა, თუნდაც მაშინ, როდესაც  შენ ძალიან ცოტა დრო გაქვს. შამპუნი 2-1-ში - ეს შამპუნია და კონდიციონერი ერთ ფლაკონში. მაკონდიცირებელი კომპონენტები უზრუნველყოფენ  დამატებით მოვლას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით გრძელი თმისათვის. ამის წყალობით თმა ადვილად ივარცხნება, იძენს ჯანსაღ სიკაშკაშეს და არაჩვეულებრივ სინაზეს ხელით შეხებისას.  შეარჩიე NIVEA -ს შესაფერი შამპუნი შენი თმის ტიპის მოთხოვნილებების შესაბამისად, და ის მადლობას გადაგიხდის ლამაზი სიკაშკაშით და სირბილით.