Shaving

გაპარსვა ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა

თითოელ მამაკაცს რეგულარულად უწევს შეხება გაპარსვის აუცილებლობასთან - მშრალთან თუ სველთან, სუფთასთან ან წვერის დატოვებით, მხოლოდ სახეზე ან მთელ ტანზე. ამიტომ განყოფილებში NIVEA MEN ჩვენ წარმოგიდგენთ სასარგებლო რჩევებს და შესაფერ პროდუქტებს ნებისმიერი ტიპის კანისათვის, გაპარსვის ნებისმიერი მეთოდისთვის და მოვლის ნებისმიერი მოთხოვნილებისათვის.
27 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა

მამაკაცური გაპარსვა: კანის იდეალური მოვლა 

ნებისმიერი მამაკაცი  იცის, თუ რა პრობლენმებთანაა დაკავშირებული გაპარსვა. რამდენადაც მიმზიდველად არ უნდა გამოიყურებოდეს სუფთად გაპარსული სახე, პარსვის ყოველდღიური პროცესი კანისათვის მალევე მკაცრ გამოცდად იქცევა.  კანის გაღიზეანებისაგან დაცვისათვის, გაპარსვის პროცესს თან უნდა ახლდეს მოვლის გარკვეული ზომები. პირველ რიგში არ იჩქარო,  -  გამოყავი გაპარსვისათვის საკმარისი დრო. სიჩქარე და ფუსფუსი იწვევს მტკივნეულ ჭრილობებს. მეორე რიგში, დაიწყე კანის საგულდაგულოდ გასუფთავებიდან. ეს პროცედურა დაგეხმარება მიკრობების მოცილებაში და  მათი ფორებში შეღწევის თავიდან აცილებაში. ამის გარდა, საპარსი ქაფი, გელი და კრემი ურო კარგად ისმევა გაუცხიმოვნებულ კანზე. მესამე ნაბიჯი - და ზუსტად ახლა იწყება გაპარსვა. მამაკცებს, რომელებიც უპირატესობას ანიჭებენ დღის აქტიურად დაწყებას, მოეწონებათ საპარსი გელები გამაგრილებელი ეფექტით.  მგრძნობიარე კანის მქონე მამაკაცებმა უნდა გამოიყენონ საშუალებები ნეიტრალური სუნით, სპირტის შემცველობის გარეშე. გაიჩერეთ  საპარსი ქაფი, გელი ან კრემი კანზე ორი წუთით მაინც, წვერის დასარბილებლად. ყველაზე ხისტი თმა ზედატუჩზე და ნიკაპზე იზრდება - დატოვე ეს უბნები პარსვის ბოლოსათვის, იმისათვის რომ წვერმა მოასწროს დარბილება. ამის შემდეგ ჩამოიბანე გაპარსული თმა და საშუალების ნარჩენები ცივი წყლით. ცივი წყალი აგრილებს კანს და ავიწროვებს ფორებს. ბოლოს, გაპარსვის შემდეგ აუცილებელია უზრუნველყოთ კანის შესაბამისი მოვლა. გაპარსვის შემდგომი ლოსიონი და სახის კრემი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კანის გაღიზიანება და ანთება. სასუალებები, რომლების არ შეიცავენ სპირტს, ახდენენ მადეზინფიცირებელ ეფექტს,  მაშინ როდესაც  მათი გამაგრილებელი შემადგენლობა ჩუქნის სიგრილის დამატებით მუხტს. მგრძნობიარე და მშრალი კანის მქონე მამაკაცებისათვის რეკომენდებულია სპირტის შემცველობის გარეშე გაპარსვის შემდგომი რბილი საშუალებების  გამოყენება — ისინი ანოტივებენ კანს და ხელს უწყობენ  მის რეგენერაციას.  ბალზამი უზრუნველყოფს ორმაგ დაცვას , ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და აძლვს მას ენერგიის ახალ მუხტს.

პარსვის ყველა მეთოდისათვის


სველ გაპარსვასთან ერთად  ბევრი მამაკაცი უპირატესობას ანიჭებს  მშრალ პარსვას. ამ შემთხვევაში არანაკლებ მნიშვნელოვანია გაპარსვის შემდგომი დამანოტივებელი საშუალების გამოყენება კანის დამშვიდების და დიზინფექციისათვის. უთუოდ, არ შეიძლება კანის მოვლის უგულებელყოფა მათთვისაც, ვინც „წვერებიანი“ მოდური ტენდენციის შესაბამისად უარი თქვა გაპარსვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში წვერის ქვეშ კანი შეიძლება გახდეს მშრალი და აქერცლილი. ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ სახის უცხიმო გელი, რომელიც  წვერის მიუხედავად კანზე ადვილად ისმევა. რაც ეხება სხეულის სხვა ნაწილების გაპარსვას, აქ იგივე წესები მოქმედებენ, რაც სახის პარსვის დროს: თმის ნაზად მოცილებისათვის აუცილებელია ჯერ თმის დარბილება ქაფის, გელის ან კრემის მეშვეობით, ხოლო შემდეგ კანის ახლადგაპარსულ და შესაბამისად ძალიან მგრძნობიარე ნაწილებზე სპირტის შემცველობის გარეშე გაპარსვის შემდგომი რბილი ბალზამის წასმა.