After Sun

         რუჯის შემდგომი

კანის სიჯანსაღის და ლამაზი თანამბარი რუჯისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ მზეზე ყოფნის დროს მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება, არამედ უზრუნველყოთ კანის მოვლა მზის აბაზანების მიღების შემდეგაც. ჩვენი რუჯის შემდგომი საშუალებები ეფექტურად აგრილებენ კანს და კვებავენ მას სინოტივით. მათი წყალობით მზით გამოფიტული კანი ისევ რბილი და ელასტიური ხდება.
1 results

ძიების დაზუსტება

ძიების დაზუსტება დახურვა

კანი მზეზე ყოფნის შემდეგ 

უსაფრთხო რუჯისათვის სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს კანის მოვლის საზაფხულო პროგრამის აუცილებელი ნაწილი არამხოლოდ მზეზე გასვლის წინ, არამედ მზის აბაზანების მიღებისას და მიღების შემდგომ. იმ დროს, როცა მზისგან დამცავი ლოსიონები, სპრები და კრემები კანს იცავენ გადაჭარბებული უი - გამოსხივებისგან,  რუჯის მიღების შემდგომი საშულებები აგრილებენ და ამშვიდებენ მას როცა ის გამოფიტულია და გაღიზიანებულია მზეზე ყოფნის შემდგ. მზის აბაზანები აუწყლოებენ კანს, ხოლო ქლორის და მარილების შემცველი წყალი აძლიერებს ამ ეფექტს. რუჯის შემდგომი საშუალებები ახდენენ დამამშვიდებელ ეფექტს და ჩუქნიან კანს სიგრილის სასიამოვნო შეგრძნებას.  ეს გამაგრილებელი ეფექტი რუჯის შემდგომ საშუალებებს ხდის შეუცვლელ დამხმარედ ზაფხულის ცხელ დღეებში. შეუძლია თუ არა ლოსიონს გახადოს რუჯი უფრო მდგრადი?  კი, რუჯის შემდგომი საშუალების მოვლის და დანოტივების მოქმედების წყალობით კანი დიდი ხნით ინარჩუნებს თავის ლამაზ მუქ ფერს.  ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მშრალი კანი უფრო სწრაფად კარგავს უჯრედებს, რაც იწვევს რუჯის „ჩამობანას“. რუჯის შემდგომი საშუალებების რეგულარული გამოყენება ეხმარება ამ პროცესის შეჩერებაში.

რუჯის შემდგომი მოვლა - კანის ბალზამი მზის აბაზანების მიღების შემდეგ


ზაფხულის მზის მცხუნვარე სხივების ქვეშ ჩატარებული მთელი დღის შემდეგ , კანს სჭირდება ნებისმიერი დახმარება, რომლის მიღებაც მას შეუძია.  უი- გამოსხივება ფიტავს და აშრობს კანს — ეს გამოიხატება, მაგალითად, კანის დაჭიმულობის და წვის შეგრძნებაში. NIVEA -ს რუჯის შემდგომი კანის მოვლის საშუალებები  ამ შემთხვევაში წამიერად მოაქვთ შვება. მათი ინგრიდიენტები და სპეციალურად დამუშავებული ფორმულები იდეალურად უხდებიან მგრძნობიარე კანს,  ეხმარებიან მას თავისი ბუნებრივი დამცავი  ბარიერის აღდგენაში  და ხელს უწყობენ მის დამშვიდებას და რეგენერაციას.  რუჯის მიღების შემდგომი მსუბუქი გამაგრილებელი სტრუქტურა უზრუნველყოფს მათ რბილ და ეფექტურ წასმას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაღიზიანებული  და მგრძნობიარე კანისათვის. NIVEA -ს რუჯის შემდგომი კანის მოვლის საშუალებების გამოყენების გარდა არსებობენ მზეზე ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ კანის აღდგენის სხვა დამატებითი ხერხებიც.  შეისვენე ჩერდილში, შემდგე ოთახის ტემპერატურის შხაპის ქვეშ ჩამოიბანე კანიდან მზისგან დამცავი ლოსიონი, ქვიშა და მარილი ან ქლორი. ამის შემდეგ საკმარისია შეაშროთ ნოტიო კანი პირსახოცით - მისი აქტიურად გაშრობა არ არის საჭირო. გადაჭარბებული მზის სინათლე ავნებს არამხოლოდ კანს, არამედ თმასაც, ამიტომაც მას აგრეთვე სჭირდება რბილი მოვლა.  ინტენსიური მკვებავი შამპუნი ან ნიღაბი მზით გამოფიტულ თმას უზრუნველყოფს ღრმა მოვლას,  უბრუნებს მას სირბილეს და ჯანსაღ შესახედაობას.

რუჯის შემდგომი ლოსიონი და ტანის ჩვეულებრივი ლოსიონი - რაში არის განსხვავება? 


გარემოს ფაქტორები, ისეთები, როგორებიცაა მზე, ქარი და წყალი აუწყლოვებენ კანს, ხოლო ულტრაიისფერი გამოსხივება აყენებს მას სტრესის ქვეშ, რის შედეგადაც ის მგრძნობიარე და გაღიზიანებული ხდება.  ყოველდღიური ლოსიონის ან ტანის რძისგან განსხვავებით, რუჯის შემდგომ საშუალებებს გააჩნია სპეციალური მოსავლელი შემადგენლობა, რომელიც არამხოლოდ  აღდგენს სინოტივის ბუნებრივ ბალანს, არამედ ამშვიდებს და აგრილებს კანს. ამ სიგრილის ეფექტის მოქმედების წყალობით რუჯის შემდგომ საშუალებას წამიერად მოაქვს შვება და ის ტოვებს  კანზე სასიამოვნო შეგრძნებებს.